ინფორმაცია პედრის ტრავმასთან დაკავშირებით

ინფორმაცია პედრის ტრავმასთან დაკავშირებით

ცნობილი ჟურნალისტი, ხავი მიგელი, "ბარსელონას" ნახევარმცველის, პედრი გონსალესის ტრავმაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ცნობით, 18 წლის ფეხბურთელს რეციდივი არ აქვს, თუმცა, საჭიროა, რომ მან დატვირთვა და სარეაბილიტაციო პროცესი შეანელოს.

შესაბამისად, გონსალესი 3 კვირას გამოტოვებს და გუნდს "რაიო ვალიეკანოს", კიევის "დინამოსა" და ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

პედრიმ ბოლოს "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ითამაშა, რის შემდეგაც "ატლეტიკოსთან", "ვალენსიასთან", კიევის "დინამოსთან" და "რეალთან" შეხვედრები გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ოქტომბერი 2021 20:47
    1
    მოასპო ბავშვი ამ ჩემისამ.
    წევრი [?]
    #1 25 ოქტომბერი 2021 22:53
    0
    ცოდოა პედრი