უსმან დემბელე გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა

უსმან დემბელე გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა

"ბარსელონას" ბანაკში კარგი სიახლეა - დღეს ფრანგმა თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა.

დემბელე 19 ივლისის შემდეგ ტრავმირებული იყო. მან დაზიანება ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. უსმანმა მთელი ეს დრო მკურნალობას დაუთმო და გუნდური ვარჯიშის განახლება მხოლოდ ახლახან მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, დემბელე თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ უკვე მზადაა, თუმცა კატალონიური კლუბი გარისკვას არ აპირებს.

ბარსელონელი ჟურნალისტის, ელენა კონდის ცნობით, 24 წლის შემტევის დაბრუნება "რაიოსთან" ან "ალავესთან" არ იგეგმება. ივარაუდება, რომ დემბელე კიევის "დინამოსთან" მატჩისთვის დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ოქტომბერი 2021 21:01
    0
    გინდა ყოფილა გინდა არა, ამის გამოყვანას რა აზრი აქვს. შეინახონ იანვრამდე და რასაც მისცემენ გაყიდონ. იმედია სათადარიგოზე ჯდომით არ დაიტრამვება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ოქტომბერი 2021 06:29
    0
    დაუბრუნდა და მერე რა ?! არ დაბდღვნას იქაურობა
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    ფანი [?]
    #1 25 ოქტომბერი 2021 19:27
    0
    ხავი თუ არა ტენ ჰააგი გააძრონ ზაფხულში ნეტა.