Sport: ფატი და დე იონგი რაიოსთან თამაშს შეძლებენ

Sport: ფატი და დე იონგი რაიოსთან თამაშს შეძლებენ

ანსუ ფატისა და ფრენკი დე იონგს სერიოზული ტრავმები არ აქვთ და ისინი 27 ოქტომბერს, "რაიოსთან" თამაშს არ გამოტოვებენ.

ესპანურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდელმა "რეალთან" მატჩი ბარძაყის არეში არსებული დისკომფორტით ჩაატარა და მოედანი 77-ე წუთზე დატოვა, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არაა.

რაც შეეხება ფატის, მის შემთხვევაში საქმე მარჯვენა ფეხის მუხლთან გვაქვს (მას ოპერაცია მარცხენა ფეხის მუხლზე აქვს ჩატარებული). მან, დე იონგისგან განსხვავებით, დაზიანება მატჩის მიმდინარეობისას, დავიდ ალაბასთან შეჯახების მომენტში, მიიღო, მაგრამ, საბედნიეროდ, არც მისი ტრავმაა სანერვიულო და "რაიოსთან" მატჩში მოედანზე ორივე მათგანს ვიხილავთ.

ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრა ოთხშაბათს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩს "ბარსა" მე-9 ადგილზე და ლიდერ "სოსიედადთან" 6-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ოქტომბერი 2021 21:09
    0
    იმედია არ წავაგებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ოქტომბერი 2021 17:22
    0
    ამათი ტრავმებიღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 ოქტომბერი 2021 15:28
    1
    ფიზ მომზადება 0 ია ბარსაში ტიპები ყოველი თამაშის მერე იტრავმებიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ოქტომბერი 2021 15:06
    1
    მიდი ხო დედა უტირე ორივეს,ფატი დატოვოს თადარიგში და აგუეროს დააწყებინოს.დე იონგს კიდე პუჩი,ან რობერტო შეცვლის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid