ელ კლასიკო: საინტერესო ფაქტები

ელ კლასიკო: საინტერესო ფაქტები

გუშინ, "ბარსელონამ" შინ მორიგი "ელ კლასიკო" დათმო.

დავიდ ალაბასა და ლუკას ვასკესის გოლებით "რეალმა" კატალონიიდან 3 ქულა წაიღო. შედეგად, სატურნირო ცხრილში ანჩელოტის გუნდი "ბარსელონას" უკვე 5 ქულით უსწრებს.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს გუშინდელი თამაშიდან:

  • "ბარსელონამ" ზედიზედ მე-4 "ელ კლასიკო" წააგო. ასეთი რამ ბოლოს 1962-1965 წლებში მოხდა, როდესაც "ბარსა" "რეალთან" ზედიზედ 6-ჯერ დამარცხდა.
  • "ბარსელონამ" ზედიზედ მე-5 "ელ კლასიკო" ვერ მოიგო. ამ მხრივ, ყველაზე ცუდი სერია 2001-2003 წლების პერიოდში იყო, როდესაც "ბარსამ" ზედიზედ 8 მოუგებელი "ელ კლასიკო" ჩაატარა.
  • "კამპ ნოუზე" გამართული ბოლო 9 "ელ კლასიკოდან", "ბარსელონამ" მხოლოდ ერთის მოგება შეძლო (4 ფრე, 4 მარცხი) ბურთების შეფარდება - 13-15.
  • სერხიო აგუერომ "ბარსელონაში" სადებიუტო გოლი "რეალს" გაუტანა. ასეთი რამ ბოლოს არტურო ვიდალს ჰქონდა გაკეთებული.
  • სერხიო აგუეროს "რეალი" არასდროს დაუმარცხებია. კუნს "ბლანკოსის" კარი უკვე 5-ჯერ აქვს აღებული, თუმცა "რეალის" წინააღმდეგ ჩატარებული 15 მატჩიდან ("ატლეტიკოს", "სიტისა" და "ბარსელონას" რიგებში) "სამეფო კლუბმა" 10 მოიგო, 5 კი ფრედ დასრულდა.
  • რონალდ კუმანის  გაწვრთნილ "ბარსელონას" გრანდების წინააღმდეგ ("იუვენტუსი", "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი", "ატლეტიკო", "რეალი") მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული - 1 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება. 
  • კარლო ანჩელოტიმ "კამპ ნოუზე" პირველად იმარჯვა. აქამდე, ჩატარებულ 5 მატჩში მის შედეგს 2 ფრე და 3 მარცხი წარმოადგენდა.
  • მატჩს 86 422 ადამიანი დაესწრო. "კამპ ნოუზე" ამდენი მაყურებელი ბოლოს 2019 წლის 18 დეკემბერს გამართულ "ელ კლასიკოზე" ვიხილეთ - 93 426.

ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე, "ბარსელონას" 4 შეხვედრა აქვს დარჩენილი - "რაიო", "ალავესი", "დინამო კიევი" და "სელტა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ოქტომბერი 2021 21:14
    0
    კარლო ანჩელოტიმ "კამპ ნოუზე" პირველად იმარჯვა. აქამდე, ჩატარებულ 5 მატჩში მის შედეგს 2 ფრე და 3 მარცხი წარმოადგენდა.
    მივულოცოთ კუმანს, კიდევ ერთი ანტირეკორდი!
    Culé [?]
    #1 25 ოქტომბერი 2021 12:55
    2
    ისტორიულ ანტირეკოდებზე მიდის კუმანი. სეზონის ბოლოს აღარაფერი დარჩება გასაურესებელი.