As: პედრის რეაბილიტაციის პროცესი წარუმატებლად მიმდინარეობს

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, მოედანზე დაბრუნებას კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლოს, იტყობინება As.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, გუშინ, ვარჯიშისას, პედრიმ მარცხენა ფეხის ტრავმირებული კვადრიცეფსის კუნთის არეში სერიოზული დისკომფორტი იგრძნო და მოედნის ნაადრევად დატოვებამ მოუწია. დღეს, მას მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რათა მოხდეს დაზიანების შეფასება და შემუშავდეს მკურნალობის ახალი გეგმა.
18 წლის ფეხბურთელმა ეს ტრავმა 14 სექტემბერს, "ბაიერნთან" შეხვედრაში მიიღო. რონალდ კუმანმა იგი ორ კვირაში "ბენფიკასთან" მატჩში ათამაშა, თუმცა მისი დაბრუნება ნაჩქარევი აღმოჩნდა. ამჯერად, სამწვრთნელო შტაბი გარისკვას აღარ აპირებს და პედრი მოედანზე, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიხილოთ.
მიმდინარე სეზონში, პედრის მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან ლა ლიგაში ბოლოს 21 აგვისტოს, "ბილბაოს" წინააღმდეგ, ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]