ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
25 ოქტომბერს "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1942 წელი
"ბეტისთან" 4-1 მოგებულ შეხვედრაში ლეგენდარულმა სესარ როდრიგესმა "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლები გაიტანა. ლიონელ მესიმდე ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ის იყო, 232 გატანილი გოლით.
1953 წელი
მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 0-5 განადგურდა.
1959 წელი
ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" "ლას პალმასი" 8-0 გაანადგურა. ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად ამაზე დიდი სხვაობით არავის მოუგია, იგივე შედეგი კი "ბარსამ" 3-ჯერ გაიმეორა - "ალმერიასთან" 2010 წელს, "კორდობასთან" 2015 წელს და "დეპორტივოსთან" 2016 წელს.
1970 წელი
მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" პედრო საბალსას ერთადერთ გოლით მოიგო.
1992 წელი
სტოიჩკოვის დუბლისა და ლაუდრუპის ერთი გოლით "ბარსელონამ" "ვალენსია" 3-0 დაამარცხა. რონალდ კუმანისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.
2005 წელი
ლა ლიგაში "ალმერიასთან" 5-0 მოგებულ შეხვედრაში დანი ალვესმა "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჰეთ თრიქი შეასრულა ეტო'ომ, ხოლო ერთი გოლი ანრიმ გაიტანა.
2009 წელი
"ბარსელონამ" "სარაგოსა" 6-1 გაანადგურა. სეიდუ კეიტამ ჰეთ თრიქი შეასრულა, 2 გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, ხოლო ერთი მესიმ.
2014 წელი
"ბარსელონას" შემადგენლობაში ლუის სუარესის დებიუტი შედგა. "რეალ მადრიდთან" თამაშში მან ნეიმარს საგოლე გადაცემა გაუკეთა, თუმცა "ბარსელონამ" შეხვედრა 1-3 წააგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]