ბარსელონა ლივერპულს ბონუსს არ გადაუხდის

ბარსელონა ლივერპულს ბონუსს არ გადაუხდის

"ბარსელონას" შემტევი, ფილიპე კოუტინიო ლა ლიგის მომდევნო ტურში, "რაიო ვალიეკანოს" წინააღმდეგ, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მე-100 მატჩს ჩაატარებს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, კატალონიურ კლუბს "ლივერპულისთვის", ბრაზილიელის მე-100 მატჩისთვის, ბონუსად 20 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. Mundo Deportivo კი იტყობინება, რომ "ბარსელონას" ამჟამინდელი ხელმძღვანელები, წინამორბედი ხელმძღვანელები და "ლივერპულის" ირგვლივ არსებული წყაროები ამგვარი პუნქტის არსებობას უარყოფენ.

"ბარსამ" კოუტინიო 2018 წლის ზამთარში, "ლივერპულიდან" შეიძინა, 2019/20 წლების სეზონი კი ბრაზილიელმა იჯარის წესით, მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ოქტომბერი 2021 21:25
    0
    საერთოდ ასეთი სულელური ბონუსი რატომ უნდა ჩაეწერათ, ფეხბურთელი სათამაშოდ მოდის და უნდა ითამაშოს.
    Culé [?]
    #1 25 ოქტომბერი 2021 10:47
    4
    არ ჩართულა ცუდად სხვათაშორის, თუ რამე გავის სკამზე დასმა ჯობია ამის სკამზე დასმას, 17 წლისაა ჯიგარი წინააქ ყველაფერი არც ფიზიკურად და არც მენტალურად არაა მზად ასე გასაწირად. . .