ოფიციალურად: დელეგატებმა Espai Barca-ს პროექტი დაამტკიცეს

ოფიციალურად: დელეგატებმა Espai Barca-ს პროექტი დაამტკიცეს

დღეს, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ კვირას გადადებული გენერალური ასამბლეა განაახლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

ასამბლეაზე კლუბის წევრმა დელეგატებმა Espai Barca და მისი დაფინანსების გეგმა დაამტკიცეს. პროექტს მხარი 405-მა დელეგატმა დაუჭირა, 21-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 6-მა კი - თავი შეიკავა. პროექტს ამერიკული საინვესტიციო ფონდი, Goldman Sachs 1.5 მილიარდი ევროთი დააფინანსებს. დელეგატების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო ჯერ არაა - ის კლუბის წევრების რეფერენდუმზე უნდა დამტკიცდეს, თუმცა საერთო განწყობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა არ შეიქმნება.

Espai Barca კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც განახლებულ "კამპ ნოუს", "პალაუ ბლაუგრანასა" და "ბარსას კამპუსს" ითვალისწინებს. პროექტმა "ბარსელონას" დიდი შემოსავალი უნდა მოუტანოს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ასამბლეამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა რა Barca Studios-ის მცირე წილის (20%-49%) გაყიდვა. ამას მხარი 397-მა წევრმა დაუჭირა, 14-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 10-მა კი თავი შეიკავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ოქტომბერი 2021 22:20
    0
    გუნდი აღარა გყავთ და სტადიონი რათ გინდათ.