ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 ოქტომბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

23 ოქტომბერს "ბარსელონამ" 16  ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 14 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1915 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1969-1971) ვიკ ბაკინგემი.

1961 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული მეკარე ანდონი სუბისარეტა. 1986-1994 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 410 თამაში ჩაატარა. სუბისარეტამ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1971 წელი

გაიხსნა "პალაუ ბლაუგრანა" – "ბარსელონას" კალათბურთის, ხელბურთის, ფუტსალისა და გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდების არენა.

2010 წელი

ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" "სარაგოსა" ლიონელ მესის დუბლით 2-0 დაამარცხა. ეს მატჩი ლეოსთვის ლა ლიგაში 150-ე, ხოლო დუბლი მე-20 გამოდგა. ლა ლიგაში 50-ე შეხვედრა ჩაატარა პედრომ.

2012 წელი

"სელტიკთან" გამართულ შეხვედრაში (2-1) "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში მე-3 გუნდი გახდა "რეალ მადრიდისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, რომელსაც ამ ტურნირზე 100 მოგება დაუგროვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ოქტომბერი 2021 19:17
    0
    ციტატა: El pistolero 9
    სტატისტიკა კარგი გვქონია ამ დღეს

    ამ დღეს კი, აი ხვალ ნეტავ როგორი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ოქტომბერი 2021 14:09
    0
    სტატისტიკა კარგი გვქონია ამ დღეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.