სერხიო ბუსკეტსი ელ კლასიკოსა და ანსუ ფატიზე

სერხიო ბუსკეტსი ელ კლასიკოსა და ანსუ ფატიზე

"ბარსელონას" კაპიტანი, სერხიო ბუსკეტსი, Vamos de Movistar+-თან ინტერვიუში, 24 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოსა", და ანსუ ფატიზე საუბრობს:

სეზონი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც მოვისურვებდით - არასტაბილურები ვართ. თუმცა, სატურნირო ცხრილში, "რეალს" ბევრით არ ჩამოვრჩებით.
იმ გუნდში ვთამაშობთ, რომელსაც ტიტულებისთვის ბრძოლა სურს, რის გამოც პროგრესი უნდა განვიცადოთ. არა მხოლოდ შეტევაში ეფექტურობის, არამედ, რამდენიმე ასპექტის გაუმჯობესება მოგვიწევს.
ანსუ ფატის ახალი კონტრაქტი? ეს შესანიშნავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, ანსუ როგორი ახალგაზრდაა და ზედმეტი ტვირთი არ დავაკისროთ. აქ ფატისთვის დასახმარებლად ვართ, მან კი გოლები გოლები უნდა გაიტანოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ოქტომბერი 2021 19:29
    0
    და კლასიკოზე რა თქვა?