Cadena COPE: კლასიკოზე დასასწრები ბილეთები თითქმის ბოლომდე გაყიდულია

Cadena COPE: კლასიკოზე დასასწრები ბილეთები თითქმის ბოლომდე გაყიდულია

Cadena COPE-ს ინფორმაციით, ზეგ, მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება სავსე "კამპ ნოუს" წინაშე გაიმართება.

მას შემდეგ, რაც კატალონიის მთავრობამ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბოლომდე მოხსნა, "კამპ ნოუს" ტრიბუნები სანახევროდაც ვერ გაივსო, რასაც სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, "ელ კლასიკოს" ფაქტორმა ყველა სხვა გარემოება გადაწონა.

გამოცემა წერს, რომ, ამ მომენტისთვის, "კამპ ნოუს" 8 სექტორი უკვე ბოლომდე გაყიდულია, 11 კი - თითქმის ბოლომდე. თამაშამდე ორი დღეა დარჩენილი.

შეხვედრის დაწყებამდე, "კამპ ნოუზე" ტრადიციულ მოზაიკასაც ვიხილავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 ოქტომბერი 2021 02:05
    0
    ამდენი ხალხის წინ ჩაისვრის კუმანი, როგორც ყოველთვის, თავისი 3-5-2 ტაქტიკით. ამის ტაქტიკოსობა არ გაიშვას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 ოქტომბერი 2021 19:46
    0
    კარგია სავსე სტადიონი. იმედია ჩვენები ისე ითამაშებენ რომ საკუთარმა გულშემატკივრებმა ჩვენვე არ გვისტვინონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ოქტომბერი 2021 17:20
    0
    რეალი თუ არაა ფორმაში 5 ბურთი კი გააქვს. ჩვენ 90 წუთი ვითომ თავზე ვასხედით კიევს და პიკეს რო არ გადაეწყვიტა თამაშის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში გასეირნება სულაც უგოლოდ დამთავრდებოდა ეგ თამაში. ჩვენს ახალგაზრდა "ვარსკვლავებს" რატომღაც ეზარებათ სირბილი, აი 35 წლის მოდრიჩი კი დარბის ცხენივით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ოქტომბერი 2021 16:43
    2
    რეალიც არაა კაი ფორმაში, შახტართან მოგებამ არ უნდა მოგვატყუოს, უსაშინლეს მდგომარეობაშია ბრაზილიურ-უკრაინული გუნდი barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #2 22 ოქტომბერი 2021 15:22
    2
    ბარამიძე ლუკა,
    მეც ეგრე მგონია ფრე მაინც წამოვა ჩემი აზრით და ჩაკეტილი თამაში არ იქნება შეიძლება გოლებიც ვნახოთ ბლომათ
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2021 15:16
    3
    მოგვენატრა ასეთი კლასიკო. ბოლოს კამპნოუზეც იმიტომ ვაგებდით რომ ხალხი არ იყო. მგონია 97000 კაცი თავის საქმეს გააკეთებს ^_^