კამპ ნოუ - აუღებელი ციხესიმაგრე კარლო ანჩელოტისთვის

კამპ ნოუ - აუღებელი ციხესიმაგრე კარლო ანჩელოტისთვის

6-წლიანი პაუზის შემდეგ, ზეგ, კარლო ანჩელოტი, მადრიდის "რეალთან" ერთად, "კამპ ნოუს" ეწვევა.

იტალიელ სპეციალისტს "ბარსას" საშიანაო არენასთან არცისე კარგი მოგონებები აკავშირებს. აქ გამართული 5 შეხვედრიდან 3-ში ანჩელოტის გუნდი დამარცხდა, 2 კი ფრედ დასრულდა.

პირველი ვიზიტი 2004 წელს, ჯგუფურ ეტაპის მე-4 ტურში შედგა, როდესაც "ბარსამ" ეტო'ოსა და რონალდინიოს გოლებით "მილანი" 2-1 დაამარცხა, თუმცა დარჩენილ ორ ტურში კატალონიელებმა მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლეს და ჯგუფში პირველი ადგილს მილანელებს დაუთმეს.

მომდევნო სეზონში ანჩელოტი "კამპ ნოუზე" "ბარსას" უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. პირველი მატჩი "ბარსელონას" 1-0 ჰქონდა მოგებული, შედეგად ფინალის საგზური ფრანკ რაიკარდის გუნდმა მოიპოვა და ტურნირი თასის მოგებითაც დაასრულა.

ამის შემდეგ იყო "პარი სენ-ჟერმენი", რომელიც 2013 წელს, "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეხვდა. განმეორებითი შეხვედრა კვლავ "კამპ ნოუზე" გაიმართა და 1-1 დასრულდა. ანგარიში ხავიერ პასტორემ გახსნა, "ბარსამ" მეტოქის წინააღმდეგობის გატეხა პედროს გოლით შეძლო. საფრანგეთში გუნდებმა 2-2 ითამაშეს, გასვლაზე გატანილი გოლის წესის წყალობით, მომდევნო ეტაპზე "ბარსელონა" გავიდა.

იტალიელი "კამპ ნოუს" "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის რანგში ორჯერ ეწვია და ორივეჯერ 1-2 დამარცხდა, ორივე მატჩი ლა ლიგის შეხვედრა გახლდათ. მისთვის სადებიუტო "ელ კლასიკოში" გოლები ნეიმარმა და ალექსის სანჩესმა გაიტანეს. 2014/15 წლების სეზონში, "კამპ ნოუზე" "ბარსამ" "რეალთან", ფაქტობრივად, საჩემპიონო გამარჯვება მოიპოვა. ჟერემი მატიეს გოლს კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა, თუმცა მეორე ტაიმში კასილიასის კარის აღება ლუის სუარესმა ეფექტური გოლით მოახერხა.

საერთო ჯამში, ანჩელოტის "კამპ ნოუზე" ასეთი სტატისტიკა აქვს: 2 ფრე, 3 მარცხი, ბურთების შეფარდება - 4-7.

"ელ კლასიკო" კვირას, თბილისის დროით, 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 ოქტომბერი 2021 17:39
    0
    "კამპ ნოუ - აუღებელი ციხესიმაგრე კარლო ანჩელოტისთვის"
    მერე კუმანი რისთვისა გვყავს, ანტირეკორდების გმირი. ალბათ კარლოს კაი საჩუქარს გაუკეთებს,, სამაგიეროდ თვითონ კიდევ ერთ ანტირეკორდს მიითვლის.
    Culé [?]
    #7 22 ოქტომბერი 2021 15:53
    2
    ესპანიოლთან და შერიფთან წააგეს. შეგვიძლია ამ გუნდის დამარცხება უმწვრთნელოდაც თუ ყველა თავის მაქსიმუმს დადებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #6 22 ოქტომბერი 2021 15:11
    1
    ამ ბარსელონას თუ ვერ მოუგო უნდა გადადგეს ანჩელოტი.🙃მინიმუმ 2 ბურთით მოგვიგებენ.ნახ დაცვაში რო შეგვჭამენ და შეტევაში ამას თქმა და განხილვა არ ჭირდება😁ბენზემა ჯობს ჩვენ ნახ დაცვას და შეტევას ერთად აღებულს.
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 ოქტომბერი 2021 14:30
    4
    სადაც რამეში დაუმარცხებელი ვიყავით კუმანმა დაამხო...
    გულშემატკივარი [?]
    #4 22 ოქტომბერი 2021 14:04
    0
    ხოდა კიდევ ერთი სტატისტიკა გაფუჭდება...
    Culé [?]
    #3 22 ოქტომბერი 2021 13:38
    1
    უფ კუმანი რაის კაცია ეგ სტატისტიკა არ გამოუსწოროს მისტერ ანტი რეკორდაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ოქტომბერი 2021 12:47
    3
    მოგვიგებენ,მინიმიმ ტაქტიკოთ აჯობებს ანჩელოტი კუმანს
    წევრი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2021 12:03
    3
    ჩემი აზრით ფრე მორჩება