რონალდ კუმანი ანჩელოტის წინააღმდეგ პირველი მოგების მოლოდინში

რონალდ კუმანი ანჩელოტის წინააღმდეგ პირველი მოგების მოლოდინში

კვირას, "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება და ზედიზედ ოთხი მოუგებელი მატჩის შემდეგ, მთავარი მეტოქე დაამარცხოს. მომავალი "ელ კლასიკო" "ბარსას" თავკაცისთვის, რონალდ კუმანისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება - ნიდერლანდელს შანსი ექნება, კარლო ანჩელოტის, კარიერაში პირველად მოუგოს. აქამდე ისინი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ერთმანეთს ჯამში ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობას იტალიელი ფლობს. 

კუმანსა და ანჩელოტის ფეხბურთში დაახლოებით 40 წლის სტაჟი აქვთ. იტალიელის დებიუტი 1976 წელს "პარმაში" შედგა და პროფესიონალურ დონეზე 1992 წლამდე თამაშობდა. ნიდერლანდელმა კი თავი ფეხბურთს 1980 წელს დაუკავშირა და ბურთს 1997 წლამდე აგორებდა. თავიანთი ხანგრძლივი კარიერების მიუხედავად, ისინი ფეხბურთელის რანგში ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ.

ერთი შეხვედრა ფეხბურთელის რანგში

კუმანის და ანჩელოტი ერთმანეთს ეროვნულ ნაკრებებში დაუპირისპირდნენ. 1990 წლის 21 თებერვალს როტერდამში ნიდერლანდების ეროვნულმა გუნდმა იტალიას უმასპინძლა და შეხვედრა 0-0 დასრულდა.

62 წლის იტალიელი თავის დროზე "რომასა" და "მილანის" ღირსებას იცავდა, ნიდერლანდელი კი - "ბარსასას", ისინი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ასპარეზობდნენ, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგ არ უასპარეზიათ.

ოთხი შეხვედრა მწვრთნელის რანგში

ანჩელოტიმ მწვრთნელის კარიერა 1995 წელს დაიწყო, კუმანმა კი - 2000 წელს. ახალ ამპლუაში მათი გზები ოთხჯერ გადაიკვეთა, ოთხჯერვე 2003 წელს. მაშინ ანჩელოტი "მილანის" დამრიგებელი იყო, რონალდი კი "აიაქსს" ხელმძღვანელობდა. 

იტალიურ-ნიდერლანდული დაპირისპირება 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგა, 2003/04 წლების სეზონში კი გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ოთხი შეხვედრიდან 3 მილანმა მოიგო, 1 კი ფრედ დასრულდა.

იმედი ვიქონიოთ, რონალდ კუმანი ანჩელოტის დამარცხებას მეექვსე ცდაზე, "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში მოახერხებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 23 ოქტომბერი 2021 01:40
    0
    ციტატა: Norman Bates
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: Norman Bates
    ვერასდროს ვერ მოუგებს

    wink ვითომ რატომ?!...

    უნიჭო ხეა და იმიტომ

    ანჩელოტის ხო ყურებიდან გადმოსჩქეფს ტვინი რაა! :დდდ კუმანზე ნაკლები დებილი რითია ნეტავ..
    joy joy joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ოქტომბერი 2021 18:28
    0
    ციტატა: Bakero
    ეჰ ნეტარ არიან მორწმუნენი ......რა დრო დადგა confused ფრე თუ ვითამაშეთ მიღწევა იქნება confused

    ფრე მართლაც კარგი შედეგია. კიევთან ნანახმა დიდი ეჭვები გამიჩინა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 ოქტომბერი 2021 02:28
    2
    ეჰ ნეტარ არიან მორწმუნენი ......რა დრო დადგა confused ფრე თუ ვითამაშეთ მიღწევა იქნება confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ოქტომბერი 2021 02:00
    2
    ყველაფერი რაც აქამდე მომხდარი არ იყო ბარსაში გააკეთა კუმანმა და იმედია ამ ტრადიციას არ დაარღვევს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 22 ოქტომბერი 2021 00:07
    2
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: Norman Bates
    ვერასდროს ვერ მოუგებს

    wink ვითომ რატომ?!...

    უნიჭო ხეა და იმიტომ
    Culé [?]
    #2 21 ოქტომბერი 2021 23:20
    1
    ციტატა: Norman Bates
    ვერასდროს ვერ მოუგებს

    wink ვითომ რატომ?!...
    ფანი [?]
    #1 21 ოქტომბერი 2021 22:37
    6
    ვერასდროს ვერ მოუგებს