ოფიციალურად: ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია

ოფიციალურად: ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია

ესპანურმა ლა ლიგამ მე-10 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა "ელ კლასიკოს" არბიტრის ვინაობაც.

"ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებას 38 წლის არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

მარტინესს ლა ლიგაში 123 მატჩის მსაჯობა ანდეს. იგი თამაშში საშუალოდ 5.71 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

მარტინესს "ბარსას" შეხვედრაში მონაწილეობა 24-ჯერ მიუღია. მისი მსაჯობით კატალონიელებს 19 მოგება (79%), 2 ფრე (8%) და 3 წაგება (13%) აქვთ. მან "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს 44 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

ესპანელ არბიტრს "რეალის" მატჩებში ასევე 24-ჯერ უმსაჯია. "თეთრებმა" 12 შეხვედრა მოიგეს (50%), 7 ფრედ დაასრულეს (29%) და 5 წააგეს (21%). ხსენებულმა მსაჯმა "რეალის" მოთამაშეები 34-ჯერ გააფრთხილა და 3-ჯერ მოედნიდან გააძევა.

მარტინესს "კლასიკოში" მსაჯობის გამოცდილება უკვე აქვს. მან მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირება 4-ჯერ განსაჯა. აქედან "ბარსამ" 3 თამაში მოიგო, "რეალმა" კი - 1. ესპანელმა რეფერიმ ამ მატჩებში კატალონიელები 8-ჯერ გააფრთხილა, მადრიდელები კი - 6-ჯერ. მან მოედნიდან "რეალის" ფეხბურთელი ერთხელ გააძევა, "ბარსელონასი" - არცერთხელ. მარტინესმა 3 პენალტი დანიშნა და სამივე "სამეფო კლუბის" კარში.

"ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს კვირას თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ოქტომბერი 2021 16:54
    1
    ანუ ბარათებს აფრიალებს უპრაგონოდ, Targeta Amarilla ყვარებია barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ოქტომბერი 2021 16:38
    0
    ესპანურმა ლა ლიგამ მე-10 ტურში გასამართი მატჩების მსაჯები დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა "ელ კლასიკოს" არბიტრის ვინაობაც.
    რაღაც უცნაურად ჟღერს, ლა ლიგამ მსაჯები დაასახელა და თურმე ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა მსაჯის ვინაობა. აბა სხვას რას უნდა ნიშნავდეს მსაჯის დასახელება? რო ვიგებთ ვინ იმსაჯებს. ასე არ არის?