ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 ოქტომბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 ოქტომბერი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

21 ოქტომბერს "ბარსელონამ" 14  ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1937 წელი

დაიბადა "ბარსელონასა" (1976) და "ბარსა ბ-ს" ყოფილი მწვრთნელი (1976-1978) ლაურეანო რუისი.

1945 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონა" "ბილბაოსთან" 0-6 განადგურდა.

1956 წელი

"ლას პალმასთან" სტუმრად 0-1 წაგებულ შეხვედრაში "ბარსამ" ლა ლიგაში მე-1000 გოლი გაუშვა. ამ გოლის ავტორი კაბრერა იყო.

1965 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ანდონი გოიკოეჩეა. 1990-1994 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 178 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გოიკოეჩეამ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო. 1990/91 წლების სეზონში ის Don Balon-ის ვერსიით ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

2000 წელი

"ელ კლასიკო", რომელშიც ლუიშ ფიგუმ "კამპ ნოუზე" "რეალის" მაისურით პირველად ითამაშა, კატალონიელებმა ლუის ენრიკესა და სიმაუს გოლებით 2-0 მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ოქტომბერი 2021 17:19
    0
    ეს ის თამაში იყო გოჭის თავი რო გადმოუგდეს?