პიკე ბარსას ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა

პიკე ბარსას ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა

"ბარსელონამ" დღეს "კამპ ნოუზე" კიევის "დინამო", მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნა.

ანგარიში 36-ე წუთზე კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ გახსნა. 34 წლისა და 260 დღის პიკე "ბარსელონას" ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. მან ამ მაჩვენებლით "ბლაუგრანას" ყოფილი მცველი, სილვინიო ჩამოიტოვა, რომელმაც 2008 წელს, დონეცკის "შახტარს", 34 წლისა და 241 დღის ასაკში გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ პიკემ კიევის "დინამოს" ზედიზედ მეორედ გაუტანა. 2020 წლის 4 ნოემბერს, ასევე ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, ის ასევე გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ოქტომბერი 2021 17:45
    0
    რა დღეში ვართ, კიევთან სახლში 1-0 მოგებულ თამაშშიც რო რეკორდს ვპოულობთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ოქტომბერი 2021 02:26
    1
    ციტატა: C.PC5
    ბებერი ლომია❤️ როგორ დააკვდებოდა სამკლაური😎

    ერთი გოლიც და ჩემპიონთა ლიგაზე მცველებში გოლებით პირველე გადავა!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ოქტომბერი 2021 00:06
    1
    ბებერი ლომია❤️ როგორ დააკვდებოდა სამკლაური😎
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"