დემბელემ, შესაძლოა, ელ კლასიკოში ითამაშოს | AS
"ბარსელონას" ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის, შესაძლოა, "ელ კლასიკოში" დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.
წყაროს თანახმად, წინასწარი გათვლებით, 24 წლის ფეხბურთელი თამაშს, გუნდთან ერთად 10-15 ვარჯიშის ჩატარების შემდეგ შეძლებდა, სამშაბათს კი დემბელე მე-13 გუნდურ ვარჯიშს გამართავს, ამიტომ გამორიცხული არაა, ის მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდეს და 10-15 წუთი ითამაშოს კიდეც. მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას ფრანგის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს.
დემბელესგან განსხვავებით, "რეალთან" პედრისა და რონალდ არაუხოს თამაში გამორიცხულია. AS-ის ცნობით, გონსალესის დაბრუნება 30 ოქტომბერს, "ალავესთან" იგეგმება, ურუგვაელი უკანახაზელი კი, სავარაუდოდ, კიდევ 3 კვირა იუქმებს და, საუკეთესო შემთხვევაში, 2 ნოემბერს, კიევის "დინამოსთან" დაპირისპირებისთვის გამოჯანმრთელდება.
დემბელემ ტრავმა, დაახლოებით, 4 თვის წინ მიიღო და მას შემდეგ 12 შეხვედრა გამოტოვა. პედრი 30 სექტემბერს, "ბენფიკასთან" შეხვედრაში დაშავდა, არაუხომ კი დაზიანება არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]