Sport: პედრი კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს

Sport: პედრი კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, პედრი გონსალესის, კვირას გასამართ "ელ კლასიკოში" ხილვა, ფაქტობრივად, გამორიცხულია, იტყობინება Sport.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, თუ მომდევნო 4 დღეში რაიმე სასწაული არ მოხდა, პედრი "რეალთან" თამაშს ვერ შეძლებს, მას ჯერ ბურთთან ერთად ვარჯიშიც კი არ დაუწყია. ასევე, საეჭვოა მისი თამაში "რაიოსთან" შეხვედრაში. სავარაუდოდ, პედრის დაბრუნება 30 ოქტომბერს, "ალავესთან" შეხვედრაში შედგება.

18 წლის ფეხბურთელი მოედანზე ბოლოს 29 სექტემბერს ვნახეთ. მაშინ, იგი "ბაიერნთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, პირველ მატჩს ატარებდა და, სამწუხაროდ, ტრავმის რეციდივის შედეგად, ისევ ლაზარეთში იმყოფება. სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი განსაკუთრებული სიფრთხილით წარიმართოს, რათა ამ დაზიანებამ უფრო სერიოზული სახე არ მიიღოს.

პედრის მსგავსად, "ბარსას" "ელ კლასიკოში" რონალდ არაუხო და მარტინ ბრეითუეიტი არ ეყოლება. გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა უსმან დემბელე, თუმცა მისი "რეალთან" ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ოქტომბერი 2021 02:04
    0
    სამწუხაროა. იმედია მალე გამოჯანმრთელდება და მერეც აღარ მიიღებს ტრავმებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 20 ოქტომბერი 2021 17:13
    0
    ძალიანაც კარგი თუარიქნება, პედრი რობერტო და შტეგენი ერთად ძირითადში მეტისმეტია, იგივეა რაც 9 კაცით ითამაშო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ოქტომბერი 2021 14:38
    0
    პედრი კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
    კარგია რო ყოველდღე გვახსენებთ.