მემფისი: ჩემი შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

მემფისი: ჩემი შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

"ბარსელონას" ნიდერლანდელი შემტევი, მემფის დეპაი, ლა ლიგის ოფიციალურ მედიასთან ინტერვიუში კატალონიური კარიერისა და მოახლოებული "ელ კლასიკოს" შესახებ საუბრობს.

ვგრძნობ, რომ გუნდისთვის უფრო მეტის მიცემა შემიძლია, ჯერჯერობით, ჩემი შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მინდა, რომ, რაც შეიძლება, ბევრი გოლი გავიტანო და ბევრი ასისტი გავაკეთო. ვგრძნობ, რომ კარიერის კარგ მომენტს ვუახლოვდები, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელო.

"ელ კლასიკოში" თამაში ზღაპრული რამაა. ეს არის მატჩი, რომელსაც ყველა უყურებს. ამ მომენტის დადგომას მოუთმენლად ველი. ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მაყურებელი "ელ კლასიკოზე" დასწრებას შეძლებს, რაც ძალიან კარგია, სტადიონზე ყოფნა ყველას ენატრებოდა.

წნეხს ვერ ვგრძნობ. მოედანზე გასვლისას, ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით, საშინაო თამაშებში. როდესაც მინდორზე გადიხარ და თავს სახლში გრძნობ, განსაკუთრებული განცდა გეუფლება. 

- ამბობს ნიდერლანდელი.

მიმდინარე სეზონში, მემფისმა "ბარსას" მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 20 ოქტომბერი 2021 19:40
    0
    ტენ ჰააგს ვინ ჰყავს? ყოველ წელს აცლიან საუკეთესოებს! ყოველ წელს აშენებს ახალ გუნდს! და მოგებებით ანგრევს ევროპის გუნდებს, აჰაა ბოლოს რა უქნა დორტმუნდს გაასწორა მიწასთან!
    დეპაი არაა ცუდი იგროკი, და არცერთი არაა ცუდი ვინც გვყავს სასტავში!
    არ გვყავს ტრენერი !!! არაა!!!
    "კარგი ტრენერი კუნძსაც აათამაშებსთქო" ეს ასეა!

    ციტატა: VanillaDream
    ტენ ჰააგს ვინ ჰყავს? ყოველ წელს აცლიან საუკეთესოებს! ყოველ წელს აშენებს ახალ გუნდს! და მოგებებით ანგრევს ევროპის გუნდებს, აჰაა ბოლოს რა უქნა დორტმუნდს გაასწორა მიწასთან!

    და ტენ ჰააგს ვინ ჰყავს? ყოველ წელს რომ აცლიან საუკეთესო ფეხბურთელებს! ყოველ წელს რომ აშენებს ახალ გუნდს! და მოგებებით ანგრევს ევროპის გუნდებს, აჰაა ბოლოს რა უქნა დორტმუნდს გაასწორა მიწასთან!
    ფანი [?]
    #5 20 ოქტომბერი 2021 17:26
    0
    ციტატა: Iniesta_8
    რა ქნას არაა დეპაი მსოფლიო დონე მარა გვერდით ვინ ჰყავს მაგასაც გადავხედოთ.

    4-ე ადგილზეა კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლებით. დონე ნამდვილად არ აკლია და პლიუს ყველაფერს თავჩაღუნული თამაშობს და მაინც პროდუქტიულია, თუმცა თავი უნდა აწიოს ხოლმე და შეხედოს სიტუაციას, ბევრად უკეთესი იქნება მისთვისაც და გუნდისთვისაც. მაზილაა სერიოზული და თან არავინ არ ჰყავს ფატის გარდა, , რომ აუწყოს თამაში და მარტო ფატი და დეპაი ცოდოები არიან ნამდვილად, თან რეალურად ხელს უშლიან ერთმანეთს, ორივეს ერთსა და იმავე სტილში უყვარს ბურთის მარცხენა ნახევარფლანგზე მიღება და მერე იქედან წათრევა.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ოქტომბერი 2021 15:34
    0
    მიმდინარე სეზონში, მემფისმა "ბარსას" მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
    კარგია ასე გააგრძელოს და სეზონის ბოლოს 20 გოლს დააგროვებს ყველა ტურნირზე ერთად აღებული. პლიუს 10 საგოლეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ოქტომბერი 2021 03:15
    6
    ბეთბარიდან მსახიობი რომაა ნოდარ გურგენაშვილი, მაგამ თქვა ბარსაზე ყველაზე ნაღდი. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ოღონდ ეს ქვა კუმანიაო.
    Culé [?]
    #2 20 ოქტომბერი 2021 00:00
    5
    ძალიან ბევრს შრომობს და ინდომებს მოედანზე. აი ვალენსიასთან რამდენი იბრძოლა. წარმატებები მემფის. დღევანდელი ბარსას ლიდერი ესაა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 22:27
    2
    რა ქნას არაა დეპაი მსოფლიო დონე მარა გვერდით ვინ ჰყავს მაგასაც გადავხედოთ. დემირთან და ლუკ დეიონგთან თამაში ყველას გაუჭირდება. ფატისთან და აგუეროსთან ვნახოთ რას იზამს. მარა ამ მომენტში არც ეგენი არიან უმაღლესი დონეები. ერთი სტაბილური ფეხბურთელი არ ჰყავს გვერდით. ნახევარდაცვაზე ზედმეტია საუბარი, პასის მიმცემი არავინაა. პედრი და დე იონგი არ ახსენოთ, სეზოში 2-3 ასისტს რომ აკეთებენ.