ჟერარ პიკე: ბართომეუ მაგიჟებს

ჟერარ პიკე: ბართომეუ მაგიჟებს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე იბაი ლიანოსთან საუბრობს:

Twitter-ზე ბართომეუს კომენტარები ვნახე, რაზეც საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს მაგიჟებს.
ესპანელი მსაჯები? არ შეიძლება, რომ "ალავესს", "ოსასუნას", "ესპანიოლს" ან სხვა კლუბებს შევედაროთ... ლა ლიგის ტიტულისთვის ჩვენ "რეალთან" და "ატლეტიკოსთან" ვიბრძვით. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ თანასწორობა შენარჩუნდეს.
მესმის, რომ არბიტრებისთვის ეს რთულია. რა თქმა უნდა, არ შემიძლია, სხვა გუნდებზე ვიწუწუნო, მაგრამ ამას მადრიდულ გრანდებზე ვერ ვიტყვი.
პენალტი "ვალენსიასთან"? ვინც ფეხბურთში ერკვევა, იცის, რომ ესეთი დარღვევა ყოველთვის თერთმეტმეტრიანი უნდა იყოს. ვიცი, რომ ეს "ბერნაბეუზეც" პენალტი იქნებოდა. თუ თეთრ მაისურს ატარებ, მსაჯი პენალტს დაგიდებს.
"ელ კლასიკო" განსაკუთრებულია - მას მთელი ქვეყანა აღფრთოვანებით ელის. არ არსებობს იმაზე დიდი გრძნობა, ვიდრე 90 000 გულშემატკივრის თვალწინ "რეალის" წინააღმდეგ თამაშია. "ელ კლასიკო" ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოსაწყენი იყო. ქომაგებთან ერთად შეუჩერებელნი ვიქნებით.
გასახდელ ოთახში კარგი ატმოსფეროა, რომელსაც ვეტერანები და ახალგაზრდები ქმნიან. ბევრს ვხუმრობთ, რაშიც ჟორდი ალბა მუდამ ჩართულია. მონაწილეობას მეც ვიღებ.
დანი ალვესი ჩემი მეგობარი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი დაბრუნება კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
კოუტინიო უმჯობესდება და უკეთ გამოიყურება. ბრაზილიელი გუნდს ბევრს აძლევს.
"ოქროს ბურთი"? თუ გამარჯვებული კრიტერიუმების მიხედვით უნდა დაასახელონ, ეს მესი იქნება. თუ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უნდა გადასცენ, ჯილდოს მაინც ლეო მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 20 ოქტომბერი 2021 20:25
    0
    ციტატა: kanja
    აბა თქვენ იცით, მწვრთნელი მაინც არა გყავთ და...

    ვაიი.. joy joy joy joy joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 ოქტომბერი 2021 15:47
    0
    გასახდელ ოთახში კარგი ატმოსფეროა, რომელსაც ვეტერანები და ახალგაზრდები ქმნიან. ბევრს ვხუმრობთ, რაშიც ჟორდი ალბა მუდამ ჩართულია. მონაწილეობას მეც ვიღებ.
    დანი ალვესი ჩემი მეგობარი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი დაბრუნება კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

    მე ალვესის ხუმრობებიც მახსოვს, სათადარიგო სკამზეც კი არ ჩერდებოდა ერთი წუთით, ხან რას და ხან რას ესროდა არამარტო ფეხბურთელებს, არამედ მწვრ\ტნელის დამხმარეების მისამართითაც და ყველა იცინოდა და ხარობდა. ერთადერთი ვისაც არ მოსწონდა ეს ფამილარობა ტერ შტეგენი იყო. მუდამ სერიოზული და დაძაბული რო იჯდა სკამზე სანამ კარებში ბრავო იდგა. ალვესის მიერ ბანანის შეჭმა ხო საერთოდ უმაღლესი დონე იყო. ან თუ გახსოვთ თამაშის დღეს როგორი ჩაცმული მოდიოდა ხოლმე. შორტებში და წითელ სმოკინგში, ბეისბოლის კეპკით. ნამდვილი კლოუნი იყო.
    წევრი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2021 21:30
    4
    აბა თქვენ იცით, მწვრთნელი მაინც არა გყავთ და...
    Culé [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 19:57
    6
    ამ ფოტოზე ჩანს რომ ბართუშას ეუბნება აი ამხელა #&* ხარო😅
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 19:52
    1
    დანიზე ისე გადაკვრით თქვა ფაქტია არც განიხილავენ მაგის დაბრუნებას weary
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 19:38
    2
    კოუტინიო უმჯობესდება? მესმის ასე უნდა ამბობდე, მაგრამ მისგან არაფერი არ გამოვა. 145 მილიონიანი ფეხბურთელი დღეს ღირს მაქსიმუმ 10 მილიონი. 135 + ბონუსები წყალმა წაიღო.