სერხიო აგუეროს პრესკონფერენცია დინამოსთან მატჩის წინ

სერხიო აგუეროს პრესკონფერენცია დინამოსთან მატჩის წინ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში კიევის "დინამოსთან" ხვალ გასამართი თამაშის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა.

უნდა მოვიგოთ. თუ ვერ გავიმარჯვებთ, ჯგუფში თითქმის ჩარჩენილები ვიქნებით. კვირას კარგი თამაში ჩავატარეთ და თავდაჯერებულობა ავიმაღლეთ. 3 ქულის მოპოვებაში ხვალაც გულშემატკივრები დაგვეხმარებიან.
გამიხარდება, თუ რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობა მექნება. მინდა, გუნდს დავეხმარო.
უნდა ჩატარდეს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ 2 წელიწადში? მირჩევნია, ჩემი აზრი არ დაფავიქსირო, რადგან ამ საკითხს პოლიტიკური მხარეც აქვს. უკეთესია, ამაზე არ ვისაუბრო.
მას შემდეგ, რაც კარიერა დავიწყე, არასდროს მიფიქრია გარკვეული რაოდენობის გოლებზე, თუ რამდენს გავიტანდი თითოეულ სეზონში. მხოლოდ ის მინდა, რომ სეზონი კარგად დავასრულო და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო.
მესის საკითხი წარსულის ნაწილია. ახლა მირჩევნია, მომავალზე ვიფიქრო. როგორც ლეოს მეგობარი, მინდა ვნახო, რომ მესი ფეხბურთით სიამოვნებას იღებს, რასაც ის ყოველთვის აკეთებს.
19 ნომერი ავირჩიე, რადგან იგი ხელმისაწვდომი იყო და ამ ნომრით არგენტინის ნაკრებში მითამაშია. ფეხბურთელებმა მთხოვეს, 10 ნომრით მეთამაშა, მაგრამ უარი ვთქვი. 10 ნომერი ფატის უხდება.
ფატი ჯერ ახალგაზრდაა და ყოველთვის მაღალი დონის შენარჩუნება ძნელია. გამოცდილი ფეხბურთელები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს დავეხმაროთ. ანსუ ძალიან ნიჭიერია. ის ბევრს ვარჯიშობს. გაგვიმართლა, რომ ფატი "ბარსელონაშია".
ვცდილობ, კარგად ვივარჯიშო. ტექნიკურ გადაწყვეტილებებს მწვრთნელი მიიღებს. გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები იმყოფებიან და მათ პატივი უნდა ვცეთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 15:53
    0
    მესის საკითხი წარსულის ნაწილია. ახლა მირჩევნია, მომავალზე ვიფიქრო. როგორც ლეოს მეგობარი, მინდა ვნახო, რომ მესი ფეხბურთით სიამოვნებას იღებს, რასაც ის ყოველთვის აკეთებს.
    თუ მართალია, პსჟ-ს უნდა ამის გაცვლა იკარდში, ისე რომ არც ისე წარსულია ლეოსთან თამაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 15:36
    0
    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ბევრ ტრამვებს არ მიიღებს მაშინ გუნდს ძალიან დაეხმარება

    კი და ყველაზე ცუდი ისაა რომ თუ დაიმტვრა იმ ხის ყურება მოგვიწევს ისევ (დეიონგს ვგულისხმობ)
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 15:08
    5
    ეს თუ ბევრ ტრამვებს არ მიიღებს მაშინ გუნდს ძალიან დაეხმარება