ბარსელონა და ფატის აგენტი შეთანხმდნენ - MD

ბარსელონა და ფატის აგენტი შეთანხმდნენ - MD

"ბარსელონასა" და გუნდის ამომავალი ვარსკვლავის, ანსუ ფატის აგენტს, ჟორჟე მენდეშს შორის შეთანხმება მიღწეულია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყარო იტყობინება, რომ "ბარსამ" და მენდეშმა ფატის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. 18 წლის ტალანტის ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება გათვლილი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანამ" ფატისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება დააჩქარა, ბოლო ცნობებით კი შეთანხმება უკვე მიღწეულია. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ამ კვირაში პორტუგალიაში გაემგზავრებიან და ფატის საკონტრაქტო საკითხს საბოლოოდ დახურავენ.

ბარსელონელი ჟურნალისტის, ალბერტ როგეს ცნობით, ფატიმ ფინანსური მოთხოვნების ნაწილზე უარი თქვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 16:07
    0
    პორტუგალიაში რატო მიდიან? მენდეშს უნდა ეახლოს გუნდის წარმომადგენლობა? პირველად მესმის რომ ბარსელონელის კონტრაქტს პორტუგალიაში აფორმებდნენ.
    წევრი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 13:40
    0
    კარგია
    Culé [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 13:17
    3
    ხოდა ეგრე. მოჯდა მენდეში თავის ადგილას. ისე რამხელა ტალანტია ანსუ. ასეთი ტრავმის მერე დაბრუნდა და ტიპს ვერ აჩერებენ❤❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.