ბარსელონა სტერლინგის იჯარით აყვანაზე მუშაობს

ბარსელონა სტერლინგის იჯარით აყვანაზე მუშაობს

"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" შემტევს, რაჰიმ სტერლინგს არ ეშვება და მის შეძენას მაინც აპირებს.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" სტერლინგის იანვარში დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სეზონის ბოლოს გამოსყიდვის ვალდებულებით იჯარით აიყვანს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" დირექტორი მატეუ ალემანი ამაზე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, დასთანხმდება თუ არა "სიტი" ამ ვარიანტს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ თავად 26 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდა, მაგრამ მისი ტრანსფერი ასევე დამოკიდებულია უსმან დემბელეს მომავალზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2021 16:36
    0
    ეს უნდა მოიყვანონ უეჭველი დმებელე ნა…უზე და ხელფასიც გამოთავისუფლდება, პლიუს უმტიტი წავა ნეტუ ალბათ რობერტოც და ხელფასებზე არ გვექნება პრობლემა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 16:10
    0
    ჰალაზე წერენ, ეკონომიურად განადგურებული ბარსა ვერავის აიყვანს-ო. აგერ პოგბამაც უარი უთხრაო და არც ეს წავა-ო ბარსელონაში ამიტომ ამასაც და პოგბასაც ჰოლანდთან და მბაპესთან ერთად ჩვენ წავიყვანთო.
    Culé [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 13:16
    0
    ფატი და დეპაი ვერ იყოფენ ჯერ მარცხენა ფლანგს და კიდე სტერლინგი? ამის ხელფასის გადახდას ისააკი მოიყვნანონ ცენტრ ფორვარიდ მაინც გვეყოლება ნიჭიერი და ახალგაზრდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 13:15
    1
    ეს თუ მოვა დემბელე აიკრავს გუდა-ნაბადს სავარაუდოდ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.