ბარსელონას იური ტილემანსი მოსწონს

ბარსელონას იური ტილემანსი მოსწონს

"ბარსელონამ" თვალი "ლესტერის" ნახევარმცველს, იური ტილემანსს დაადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" ბელგიელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, მაგრამ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა ტილემანსისთვის ბრძოლაში ევროპის სხვა წამყვან კლუბებთან კონკურენციის გაწევასა და 24 წლის შუახაზელის შეძენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

იმავე წყაროს ინფორმაციით, რონალდ კუმანი ტილემანსს უფრო საინტერესო მოთამაშედ მიიჩნევს, ვიდრე ჯორჯინიო ვეინალდუმს, რომლის გაფორმებასაც "ბლაუგრანა" გასულ ზაფხულში ცდილობდა.

ცნობისთვის, ტილემანსის "ლესტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 19 ოქტომბერი 2021 17:32
    1
    რა იდიოეტები არია, სამი თუ ოთხი წლის წინ 2 მილიონად შეეძლოთ ყიდვა და უარი თქვეს. ძალიამ მაგარი ბიჭია და მრავალმხრივია, საყრდენზეც შეუძლია, ცენტრალურ ნახევარმცველადაც და შეტევაშიც ისეთს უბრახუნებს შორიდან რომ კოუტინიოს არ დაესიზმრება. ვერ იყიდიან თორემ ნამდვილად გაგვაძლიერებდა. რაც მთავარია მოაზროვნე ფეხბურთელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ოქტომბერი 2021 16:12
    0
    კუმანს თუ მოსწონს, არ ვარგებულა დავანებოთ თავი.
    Culé [?]
    #4 19 ოქტომბერი 2021 14:43
    2
    ციტატა: riva
    ნახევარმცველებს უნდა შევეშვათ. ფრენკი იდეალურად დადგება ბუსის ადგილას. დალშე გავი პედრი პუჩი ნიკო სრულიად საკმარისია

    რა გავი პუჩი და ნიკო ეგეთი ტალანტები გუნდების 50% ყავს. ფატის და პედრის გარდა არცერთს არაფერი გაუკეთებია. ნახევარდაცვაში თუ არ გვიჭირს აბა სად გვიჭირს მაშინ. 11 დან 6 პოზიცია გასაძლიერებელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 13:56
    2
    მოიყვანეთ უმაგრესია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 13:14
    3
    ეს ძაან მაგარი ბიჭია. აზროვნებს მოედანზე რაც მთავარია. შრომობს. დაცვაც იცის და შეტევასაც ეხმარება. კარგი ვარიანტია ძალიან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 12:48
    0
    ნახევარმცველებს უნდა შევეშვათ. ფრენკი იდეალურად დადგება ბუსის ადგილას. დალშე გავი პედრი პუჩი ნიკო სრულიად საკმარისია