ბარსელონა ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს

ბარსელონა ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს

"ბარსელონამ" გუნდის ამომავალ ვარსკვლავთან, ანსუ ფატისთან ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დააჩქარა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფატის ევროპაში ბევრი მსურველი გამოუჩნდა. 18 წლის ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით არაერთი ინგლისური, იტალიური, ფრანგული და გერმანული კლუბი დაინტერესდა. მათ იმის გაგება სურთ, თუ რა ეტაპზეა ანსუსთან მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე.

წყაროს ცნობით, სწორედ ამიტომ "ბარსას" უნდა, რომ გუნდის ახალ 10-იანთან ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გაახანგრძლივოს.

არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, ფატი "ბარსას" დატოვებით დაინტერესებული არაა და მას მხოლოდ "ბლაუგრანაში" თამაში სურს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ოქტომბერი 2021 16:14
    0
    ციტატა: La Pulga10
    მენდეში ხო ჯანმრთელადაა?დროზე გააფორმებინე ახალი ხელშეკრულება შენი.

    მენდეშს პორტუგალიაში ჩააკითხავენ კლუბის წარმომადგენლები, გადაწყვეტილიაო კონტრაქტი.
    წევრი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2021 13:45
    0
    ზოგადად როცა აგენტი ფეხბურთელის აზრის მიუხედავად თავის ინტერესბიდან გამომდინარე მოქმედებს,რატომ არაფერს აკეთებენ ფეხბირთელები?? კაცს დარჩენა ინდოდეს და დედა აფეთქებული აგენტი ტვინს ბურღავდეს რა პონტია. მესმის აგენტიც ტრაფერიდან დიდ ფულს იღებს მაგრამ როცა შენი აზრის საწინააღდეგოდ მიდის ვფიქრობ ნა@#ზე უნდა გაუშვა
    Culé [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 13:13
    0
    ფატის, პედრის და გავის ერთად თამაშს ბარსაზე მეტად ნაკრებსი მარტო მე ველოდები?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 12:39
    0
    მალე გაუფორმეთ ახალი კონტრაქტი
    Culé [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 12:22
    0
    მენდეში ხო ჯანმრთელადაა?დროზე გააფორმებინე ახალი ხელშეკრულება შენი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid