მინო რაიოლა ბარსელონას დაუკავშირდა

მინო რაიოლა ბარსელონას დაუკავშირდა

Calciomercato-ს ცნობით, "იუვენტუსის" ფეხბურთელის, მატიას დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლა "ბარსელონას" დაუკავშირდა.

ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის წარმომადგენელმა "ბარსას", მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის შესახებ შეატყობინა.

გავრცელებული ცნობებით, "ბებერი ქალბატონის" რიგებიდან მატიასის პოტენციური წასვლის თაობაზე რაიოლას კონტაქტი ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთანაც" ჰქონდა.

როგორც იცით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" დე ლიხტის შეძენით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდნენ, როცა ახლაგაზრდა მოთამაშე ამსტერდამის "აიაქსში" ასპარეზობდა, თუმცა, მან "იუვეში" გადაბარგება ამჯობინა.

22 წლის უკანახაზელს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ოქტომბერი 2021 16:30
    1
    ეს კიდევ აუქციონს აპირებს ეს ღორი, და ამ დროს იუვენტუსმა განაცხად, რო 120 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის დე ლიგტს.
    ანუ იუვეს შეტენა და 20 მილიონი საკომისიო მოტეხა, ეხლა ვინმეს შეტენის და კიდევ 20-ს დაამატებს. მაგარი ნაგლია.
    წევრი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2021 12:51
    1
    არ სჭირდება ბარსას დე ლიგტი
    Culé [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 11:36
    0
    ამის საყიდელი ფული ჩვენ არაგბაქ და ბარტერი მოსულა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 03:17
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ძაან ნუ გაღორდებით ხელფასის მხრივ და პაჟალუსტა

    ხო თორე ამის გამოსასყიდი 150 მილიონი კი გვაქ :D პიკე წავა უმტიტი წავა, ლენგლეც ალბათ და საამისო ხელფასი გამოთავისუფლდება გუნდში მარა როგორ უნდა ვიყიდოთ, იუვე არ ყიდის, პირიქით, 2 პაპა მცველი ყავს და ორივე წავა დღე დღეზე, ამაზეა აგებული იუვეს მომავალი დაცვა და იასნა არ გაყიდიან, გამოსასყიდი თანხა 150 მილიონია, ეგ ფასი დე ლიხტი კი არა მთელი იუვე ერთად არ ღირს და როგორ მოყავს ამ გასიებულს? თავის დროზე მოეყვანა როცა ფულიც გვქონდა და ყველაფერი. შეიხი თუ იყიდის ვინმე. ერთი შანსია რო ლენგლე კოუ და რავი მივცეთ მოთამაშეები და ფასი შევამციროთ, სხვანაირად შანსი 0
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ოქტომბერი 2021 01:44
    3
    ძაან ნუ გაღორდებით ხელფასის მხრივ და პაჟალუსტა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued