ბარსა დანი ალვესს ჯერაც არ დაკავშირებია

ბარსა დანი ალვესს ჯერაც არ დაკავშირებია

ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში, "ბარსელონას" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა კატალონიურ გრანდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" მესვეურები გამოცდილი მარჯვენა მცველის შესაძლო დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ, ვინაიდან, ფიქრობენ, რომ ის სერჟინიო დესტისა და ოსკარ მინგესას პროგრესს შეაფერხებს და სურთ, ახალგაზრდებმა მაქსიმალური სათამაშო დრო მიიღონ.

ახლა კი, ცნობილი ჟურნალისტის, ორიოლ დომენეკის თანახმად, "ბლაუგრანას" 38 წლის მოთამაშისთვის, რომელმაც დაბრუნების ინიციატივა გამოიჩინა, ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია.

ლეგენდარული ბრაზილიელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ის "ბლაუგრანაში" 2008/16 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც 391 მატჩში თავი 21 გოლითა და 101 ასისტით გამოიჩინა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 ოქტომბერი 2021 16:35
    0
    ხელფასზე ლაპარაკი არ იქნებაო ამბობს კაცი, და მეტი რა ქნას. აბა ის ჯობია ხან დესტი და ხან მინგესა, ხანაც რობერტო რო იტრამვებიან და არის ერთი ბარდაკი დაცვაში. 101 ასისტი აქვს კაცს, გესმით. ალბას ამის ნახევარი მაინც აქვს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 ოქტომბერი 2021 12:50
    0
    ციტატა: GioFcB
    დალი ალვეში გეწერათ რას ეწევით:D კაი რო შესწორე. თორე დალი აკლია ამ ბარსელონას ჭორფლებიანი ნასშია გვყავს :Dსაღოლ

    ბარემ შენიც შეასწორე.
    Culé [?]
    #5 19 ოქტომბერი 2021 01:12
    0
    პროსტა ზამენაზე იჯდეს,ოღონდ მოიყვანონ.ჯერ გუნდის ფსიქოლოგიას გამოაკეთებს და მერე ხალხს მოიყვანს სტადიონზე+დესტზე ნაკლები ეხლაც არაა,უკეთესი თუ არა და ასწავლის რა და როგორ უნდა.თანხაზე პრობლემა არ აქვს და კარიერაც აქ დაასრულოს ბარემ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 19 ოქტომბერი 2021 00:24
    3
    38 წლის კაცის კლუბში დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია, რაც არ უნდა მისი კარგ ფეხბურთელობაზე ვისაუბროთ. თუ კლუბის მომავალს ვუყურებთ, მაშინ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს. 35 წლის ფეხბურთელებით რომ გვყავდა გუნდი გადავსებული, იმიტომ იყო, რომ საზიზღარ შედეგებს ვდებდით.

    ახალი ფურცელი გადაიშალა და უკან დაბრუნება არ შეიძლება.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #3 18 ოქტომბერი 2021 23:57
    1
    მე დავაბრუნებდი კლასი აქვს დესტის და მინგესას ერთად აღებულის
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2021 23:41
    0
    დალი ალვეში გეწერათ რას ეწევით:D კაი რო შესწორე. თორე დალი აკლია ამ ბარსელონას ჭორფლებიანი ნასშია გვყავს :Dსაღოლ
    წევრი [?]
    #1 18 ოქტომბერი 2021 23:23
    1
    ხელიდან გასაშვები არ არის ალვეში