ბართომეუ: პანდემია რომ არა, ბარსას წაგება 50 მილიონი იქნებოდა

ბართომეუ: პანდემია რომ არა, ბარსას წაგება 50 მილიონი იქნებოდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ გუშინ გამართულ ასამბლეასთან დაკავშირებით საუბრობს:

ყოველთვის ვამბობდი, რომ გენერალური ასამბლეის წევრები უნდა შეიცვალონ. შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელმა სისტემა შეცვალა და იმ დროს ასამბლეის დასწრებამ 1000 კაცს მიაღწია.
ჩემი მმართველობის პერიოდში "ბლაუგრანამ" 22 ტიტული მოიგო და უფრო მეტი, კლუბის სხვადასხვა კატეგორიებში მოვიგეთ.
შესაბამისად, 190 მილიონიანი სარგებელი ვნახეთ. სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც პანდემიის წინაშე აღმოვჩნდით. 
COVID-19 რომ არა, ნამდვილი ზარალი  50 მილიონი ევრო იქნებოდა. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია კაპიტალის გაზრდა,თუმცა არა - "ბარსელონას". 
გადავწყვიტე, გამოვსულიყავი და მესაუბრა, რადგან ჩემზე და ჩემს ადმინისტრაციაზე გარკვეული კრიტიკა მოვისმინე. 
ხალხის სიბრაზის მესმის, თუმცა Forbes-ის მიხედვით, "ბარსელონა" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია... ყველაფერი მესმის, თუმცა რაღაც საკითხები გარკვეულ კონტექსტში უნდა გავიაზროთ,
ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შეუძლია, აუდიტი ჩაატაროს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბორდის დირექტორებს არაფერი მოუპარავთ. არის რამე, რაც შემეშალა? ცხადია - მართალია, რომ ხელფასები საკმაოდ მაღალი იყო და ამით რისკზე წავედით,
ერნესტო ვალვერდეს ჩასანაცვლებლად პირველად კუმანს დავუკავშირდით, თუმცა, მისმა აგენტმა გვითხრა, რომ ნიდერლანდელი მხოლოდ ევროზე იყო კონცენტრირებული. მხოლოდ ამის შემდეგ არჩევანი სეტიენზე შევაჩერეთ.
სეტიენმა თავისი საქმე კარგად ვერ შეასრულა,ამიტომ, გადავწყვიტეთ, ძველ გეგმას დავბრუნებოდით და კუმანს დავკავშირებოდით.
ლეო მესი აქ 13 წლიის ასაკში მოვიდა, ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. არგენტინელის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ასე რომ, კლუბი უფასოდ დატოვა.
ის "ბლაუგრანასა" და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენთვის აკეთებდა, ყველაფერს იმსახურებდა. 
ლეოს დასარჩენად ბევრი ვიბრძოლე და გული მეტკინა, რომ საბოლოოდ, კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. მას ვკითხე, სად უნდოდა გადასვლა და მითხრა, რომ ჯერ არ იცოდა. ვერ დავუშვებდი, მესი გამეშვა და მოწინააღმდეგე კლუბში თამაშის უფლება მიმეცა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2021 16:58
    0
    კარგად იმართლებს თავს, თითქმის დამაჯერა რო ამის ბრალეულობა ბარსას დაქცევაში არ არის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ოქტომბერი 2021 12:46
    2
    ამას ქართულ ოცნებაში აქვს კურსები გავლილი როგორც ჩანს, ყველაფერს აპრავებს. საერთო ჩატშია და რასაც დაუწერენ იმას ყრანტალებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2021 23:56
    1
    რახან forbes ამბობს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია ბარსაო რაღა გვიჭირს. ჯერ რა უაზროდ აპრავებს თავის მიქარულს. წესიერი არგუმენტი არ მომისმენია ტიპისგან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.