მანჩესტერ სიტიმ სტერლინგს ფასი დაადო

"მანჩესტერ სიტიმ" გუნდის შემტევის, "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, რაჰიმ სტერლინგის ფასი დაასახელა.
ბოლო დროს სტერლინგს "ბარსას" აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი შეტევის გაძლიერებას სწორედ 26 წლის ფეხბურთელით ისურვებდა, მაგრამ "სიტი" ინგლისელი მოთამაშის ასე მარტივად დათმობას არ აპირებს.
მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, "ქალაქელები" სტერლინგს 80 მილიონ ევროდ აფასებენ, "ბლაუგრანასთვის" კი ამჟამინდელი ფინანსური კრიზისის ფონზე ამხელა თანხის გადახდა რთული წარმოსადგენია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]