პსჟ ბარსელონას იკარდისა და აგუეროს გაცვლას შესთავაზებს - El Nacional

პსჟ ბარსელონას იკარდისა და აგუეროს გაცვლას შესთავაზებს - El Nacional

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" გუნდის თავდამსხმელის, მაურო იკარდის სერხიო აგუეროში გაცვლას გეგმავს. ამ ინფორმაციას El Nacional ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, პსჟ არგენტინელი შემტევის გაშვებას აპირებს და მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 28 წლის ფეხბურთელი მის თანამემამულეში გაცვალოს. ფრანგული კლუბი "ბარსას" იანვარში იკარდისა და აგუეროს ბარტერს შესთავაზებს.

აგუერო ტრავმის შემდეგ ახლახან გამოჯანმრთელდა. 33 წლის თავდამსხმელმა გუშინ "ვალენსიას" წინააღმდეგ მატჩში რამდენიმე წუთი ითამაშა.

რაც შეეხება იკარდის, იგი აგუეროსთან შედარებით უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ "ინტერის" ყოფილმა შემტევმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ შედეგიანობას მოუკლო. მან ბოლო 3 წელიწადში მხოლოდ 22 გოლი გაიტანა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მაურო ამჟამად სასტარტო შემადგენლობის წევრი არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 ოქტომბერი 2021 17:27
    0
    ციტატა: რივალდო-მესი
    სუპერ გაცვლა იქნება თუ შედგა . მეღადავებით? იკარდიზე უკეთესი ფინიშერი ფორვარდი ბევრი გეგუკებათ დღესდღეობით??? ერთერთი საუკეთესოა ჩემი აზრით.

    ნამდვილად კარგია, სერხიოზე არანაკლები, მაგრამ ახალგაზრდაა და ეს პლიუსია.
    Culé [?]
    #6 18 ოქტომბერი 2021 20:47
    1
    საქმე იმაშია მესის და იკარდის ცუდი ურთიერთობა აქვთ, მაგის გამო იკარდის ნაკრებში არ იძახებენ. პსჟ გინდა არ გინდა იკარდი უნდა მოაშორონ გუნდს.
    ფანი [?]
    #5 18 ოქტომბერი 2021 20:45
    0
    ეს ახლა ვანდას დაშორდა და დეპრესია დაეწყება😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 ოქტომბერი 2021 20:28
    0
    ბო@@ბი გვაკლდა მარტო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 18 ოქტომბერი 2021 19:07
    4
    სუპერ გაცვლა იქნება თუ შედგა . მეღადავებით? იკარდიზე უკეთესი ფინიშერი ფორვარდი ბევრი გეგუკებათ დღესდღეობით??? ერთერთი საუკეთესოა ჩემი აზრით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ოქტომბერი 2021 18:47
    0
    ციტატა: RiquiPuig
    კიდე არევა უნდა ამ გუნდს ხო.პსჟს მიზანიც ეგ არის,გვტენიან ამ ნაბი.ვარს.

    არაა მთლად მასე საქმე
    პსჟ-ს მესის გარშემო უნდა კარგი აურის შექმნა
    5 წლით უფრო ახალგაზრდა და ფორმაში მყოფ ფორვარდს უშვებს
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 ოქტომბერი 2021 18:42
    1
    კიდე არევა უნდა ამ გუნდს ხო.პსჟს მიზანიც ეგ არის,გვტენიან ამ ნაბი.ვარს.