საინტერესო ფაქტები ვალენსიასთან თამაშიდან

საინტერესო ფაქტები ვალენსიასთან თამაშიდან

გუშინ, ლა ლიგის მე-9 ტურში, "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და მეტოქე, ანგარიშით 3-1, დაამარცხა.

მატჩის დაწყებიდან მალევე ანგარიში ხოსე გაიამ გახსნა, რასაც "ბარსამ" ანსუ ფატის, მემფის დეპაისა და ფილიპე კოუტინიოს გოლებით უპასუხა. ხოსე ბორდალასის გუნდს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათი გამოყენება ვერ შეძლეს, რაშიც დიდი წვლილი მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მიუძღვის.

მატჩის მიწურულს, "ბარსელონაში" კუნ აგუეროს დებიუტიც ვიხილეთ. "კამპ ნოუზე" შეკრებული პუბლიკა მას ოვაციებით შეხვდა, მას ბურთიც კი არ ჰქონდა მიღებული, როდესაც მაყურებელი უკვე მის სახელს სკანდირებდა.

გთავაზობთ იმ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირდა.

  • ანსუ ფატიმ იმ ბოლო 10 მატჩში, რომელიც მან ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მონაწილეობა 9 გოლში მიიღო - 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
  • 2020 წლის თებერვლის შემდეგ, ლა ლიგაში ანსუ ფატიმ კარში ზუსტად 16-ჯერ დაარტყა, საიდანაც 11 გოლით დასრულდა.
  • ფილიპე კოუტინიოს გოლი ბოლოს 11 თვის წინ, 2020 წლის 29 ნოემბერს ჰქონდა გატანილი.
  • ფილიპე კოუტინიო თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. მან "ბარსაში" მატჩი სრულად (90 წუთი) ბოლოს 2020 წლის 24 ოქტომბერს, "ელ კლასიკოში" ჩაატარა. შესაძლოა, მან ეს სერია ისევ 24 ოქტომბერს, ისევ "კამპ ნოუზე", ისევ "რეალთან" დაასრულოს.
  • 33 წლისა და 137 დღის ასაკში, სერხიო აგუერო "ბარსელონას" მესამე ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია. ამ მხრივ, მასზე წინ დემეტრიო ალბერტინი (33 წელი და 159 დღე) და ლილიან ტურამი (34 წელი და 251 დღე) არიან.
  • 2021 წელს, მემფის დეპაის ანგარიშზე 51 გოლი და ასისტია. ამ მხრივ, მასზე წინ მხოლოდ ლეო მესი (52), ერლინგ ჰოლანდი (53) და რობერტ ლევანდოვსკი (60) არიან.

"ბარსელონას" მომდევნო მატჩი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ, ელის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 18 ოქტომბერი 2021 20:27
    0
    კლუბში ხო დედა აღარ ყავს არავის, არეულობა დარეულობა, საძაგელი ფეხბურთი, სვარკა თამაში, და ეხლა ეს საიტიც რას დაამსგავსეთ? შემოსვლას შეაძულებთ ადამიანს......
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ოქტომბერი 2021 16:57
    1
    ციტატა: nika 54
    ფილიპე კოუტინიო თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. მან "ბარსაში" მატჩი სრულად (90 წუთი) ბოლოს 2020 წლის 24 ოქტომბერს, "ელ კლასიკოში" ჩაატარა. შესაძლოა, მან ეს სერია ისევ 24 ოქტომბერს, ისევ "კამპ ნოუზე", ისევ "რეალთან" დაასრულოს.
    ანუ რა დაასრულოს? კარიერა?

    საინტერესო სტატია წავიკითხე ევროსპორტზე, თუ მართალია. პსჟ ბარსას სთავაზობს იკარდის გაცვლას აგუეროში. ალბათ ორი ვარიანტია მესის ისევ არ ევასება იკარდი და ლეოს ხათრით უშვებენ ძალიან შედეგიან თავდამსხმელს მესის მეგობარ აგუეროს დასათრევად. ალბათ ლეო რო უფორ კომფორტულად იყოს მბაპეს წასვლის შემდეგ.
    მეორე ვარიანტი მგონია იკარდის ზალიან დიდი ხელფასი აქვს და არ უნდათ სათადარიგოში დიდი ფულის ყრა. აგუერო იაფია ხელფასის მხრივ ასიანი.
    https://www.eurosport.ru/football/ligue-1/2021-2022/story_sto8590724.shtml

    იმედია ეგ აქ არ გადმოვა. ბო@@ბი გვაკლია მარტო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2021 16:22