გენერალური ასამბლეის შეჯამება - ფინანსური წლის ბიუჯეტი დამტკიცდა!

გენერალური ასამბლეის შეჯამება - ფინანსური წლის ბიუჯეტი დამტკიცდა!

"ბარსელონას" ისტორიაში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო- ლაპორტას დირექტორთა საბჭომ გენერალური ასამბლეა გამართა.

სხდომაზე, რომელსაც  576 წევრი ესწრებოდა, 8 მუხლი და 2 დროებითი დადგენილება განიხილეს.

შედეგად, გაირკვა, რომ კლუბის ამჟამინდელი ვალი 1,350 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 

  • დანაკარგები - 481 მილიონი ევრო
  • პანდემიით გამოწვეული დანაკარგები - 92 მილიონი ევრო
  • სამართლებლივი დანაკარგები - 451 მილიონი ევრო
  • სასამართლო სარჩელები - 400 მილიონი ევრო

კლუბის წევრებმა 20/21 ფინანსური წლის ბიუჯეტი ოფიციალურად დაამტკიცეს: მას წევრთა 89%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 5%-მა, - საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.

გასული სეზონის გარდა, დამტკიცდა 2021/22 ფინანსური წლის ბიუჯეტიც: მას წევრთა 94%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 2%-მა, - საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2021 14:23
    0
    ანუ გვეშველა აწი? მოვიყვანთ ახალ წელს ჰოლანდს?