სერჟინიო დესტი ვარჯიშს დაუბრუნდა

სერჟინიო დესტი ვარჯიშს დაუბრუნდა

"ბარსელონას" ამერიკელი მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი ბრწყინვალედ ჩატარებული სანაკრებო პაუზის შემდეგ კატალონიურ კლუბში დაბრუნდა.

დღეს "ბარსამ" "ვალენსიასთან" მატჩისთვის მოსამზადებელი მორიგი ვარჯიში გამართა, რომელშიც მონაწილეობა დესტმაც მიიღო. იგი სანაკრებო პაუზის შემდეგ ნაკრებიდან დაბრუნებული ბოლო ფეხბურთელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდ კუმანს ტრავმირებული ფეხბურთელები ნელ-ნელა უბრუნდებიან. სერხიო აგუერო და უსმან დემბელე უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ივარაუდება, რომ არგენტინელი "ვალენსიასთან" მატჩის განაცხადში მოხვდება, ხოლო ფრანგს სრულად გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.

გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ჟორდი ალბამ და ალეხანდრო ბალდემაც, ხოლო პედრი ჯერჯერობით განცალკევებით ვარჯიშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ოქტომბერი 2021 19:00
    0
    ციტატა: nika 54
    ვიგებთ ხვალ? კუმანს უთქვია წელს ლა ლიგაც და ლიგაც უნდა დავდოთო.

    რავიცი არვიცი. ვერ გაიგებ რას იზამენ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ოქტომბერი 2021 17:26
    0
    ვიგებთ ხვალ? კუმანს უთქვია წელს ლა ლიგაც და ლიგაც უნდა დავდოთო.