დანი ალვესი ბარსელონაში იმყოფება

"ბარსელონას" ლეგენდარული მარჯვენა მცველი, დანი ალვესი ახალი გუნდის ძიებაშია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 38 წლის მოთამაშე ამჟამად ბარსელონაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მან "სან პაულუ" დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. როგორც ჩანს, ის კატალონიის დედაქალაქს დასასვენებლად ეწვია და უცნობია, აქვს თუ არა ამ ვიზიტს "ბლაუგრანაში" დაბრუნებასთან რაიმე კავშირი.
ალვესი "ბარსელონას" ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად მან 23 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]