პეპ გვარდიოლა: არ ვიცოდი, რომ სტერლინგი წასვლას განიხილავდა

პეპ გვარდიოლა: არ ვიცოდი, რომ სტერლინგი წასვლას განიხილავდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ რაჰიმ სტერლინგზე ისაუბრა, რომელსაც ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ "ბარსელონას".

ბევრი გუნდია, ბევრი მწვრთნელი, ბევრი ვარიანტი. დაურეკე კლუბს და გაარკვიე სიტუაცია. არა უბრალოდ რაჰიმზე ვსაუბრობ, არამედ ნებისმიერ სიტუაციაზე. არ ვიცოდი, რომ ის წასვლას განიხილავდა. ის ჩვენი მოთამაშეა და ვიმედოვნებ, რომ აქ დარჩება. ვერავის დავარწმუნებ, თუ რამდენი წუთი ითამაშებენ, მათ თავიანთი სიტყვა მოედანზე უნდა თქვან.

სტერლინგის კონტრაქტის სიტუაცია? მათი კონტრაქტის გადაწყვეტილებებში ჩართული არ ვარ, ეს კლუბის საქმეა. შემცვლელად ყოფნა, როცა მოთამაშე ვიყავი? (იცინის). მე განსაკუთრებული ფეხბურთელი ვიყავი და სათადარიგოზე არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ.

 - ციტირებს გვარდიოლას Sky Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ოქტომბერი 2021 19:05
    0
    შემცვლელად ყოფნა, როცა მოთამაშე ვიყავი? (იცინის). მე განსაკუთრებული ფეხბურთელი ვიყავი და სათადარიგოზე არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ.
    მაგარი მიაჩმორა ჟურნალისტი.
    Culé [?]
    #1 16 ოქტომბერი 2021 07:56
    0
    კაი კითხვა ვერ დაუსვეს. კაპიტანი იყო რა სათადარიგო
    --------------------
    ARTHUGS