ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
15 ოქტომბერს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1953 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ენრიკე მორანი. 1981-1984 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მორანმა კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის ლიგის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1969 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი პორტუგალიელი მეკარე ვიტორ ბაია. 1996-1998 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 55 თამაში ჩაატარა. ბაიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1971 წელი
"ბარსელონას" პრეზიდენტი აგუსტი მონტალი და მისი დირექტორთა საბჭო ფაშისტ დიქტატორ ფრანკოსთან შეხვედრაზე დაიბარეს. შეხვედრის დროს მონტალს კლუბში არსებული კატალონიური ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალეს.
1986 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ნოლიტო. 2010/11 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ნოლიტომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
2003 წელი
უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბარსელონამ" "პუჩოვი" 8-0 გაანადგურა. რონალდინიომ ჰეთ თრიქი გაიფორმა, 2-2 გოლი ლუის ენრიკემ და სავიოლამ გაიტანეს, ხოლო ერთი - მოტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]