ბარსელონამ, შესაძლოა, უსმან დემბელეს თამაშის საშუალება არ მისცეს | Sport

ბარსელონამ, შესაძლოა, უსმან დემბელეს თამაშის საშუალება არ მისცეს | Sport

Sport-ის ცნობით, უსმან დემბელე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, თუ იგი "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, კლუბი მას თამაშის საშუალებას არ მისცემს.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ნოემბრის პირველი კვირისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იქნება, მაგრამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია.

საინტერესოა, რომ რონალდ კუმანი 24 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას მოუთმენლად ელის, რადგან, ის აცხადებს, რომ გუნდს შეტევაში მისნაირი სწრაფი მოთამაშეები სჭირდება.

კატალონიური გამოცემის თანახმად, "ბლაუგრანა" ეჭვობს, რომ დემბელეს აგენტმა თავისი აგენტი სხვა ევროპულ კლუბებს შესთავაზა. ამასთან, უსმანს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ მისი არგახანგრძლივების შემთხვევაში, "ბარსა" ფრანგს უფასოდ დაკარგავს.

როგორც იცით, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, "ბარსელონამ" ილაიშ მორიბა, კლუბის პირობების უარყოფისა და ახალი ხელშეკრულების არგაფორმების გამო, ჯერ ტრიბუნებზე გაუშვა, შემდეგ კი გაყიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ახალბედა [?]
    #7 15 ოქტომბერი 2021 16:08
    1
    მაზიანს დავდებ, რომ ახალ წლამდე კიდე დაიმტვრევა 😀😀
    Culé [?]
    #6 15 ოქტომბერი 2021 15:07
    0
    ციტატა: JasoN
    ციტატა: Barca_MNS
    ამას კიდია, დასვენება ურჩევნია შეიძლება😂😆 სკამზე ჯდომით დემბელეს ემუქრებოდეს კაცი ცოტა სასაცილოა😆😂😂😂😂

    მთლად ეგრე არაა რო ეკიდოს. მუნდიალია 2022 ში და თუ ამათ სკამზე დასვეს ან უარესი ტრიბუნებზე იქ დეშამიც აღარ გამოიძახებს ( თუმცა მანამდე რატო იძახებდა ეგეც მიკვირს ) ამიტომ

    ცოტა უტრირებულად ვთქვი მეგობარო.ფეხბურთელია და თქმაში ენდომება აბა რა მაგრამ იმდენად სულ3ლი მგონია ვერ გაიგებს ბევრ რამეა, რაც ამან დორტმუნდს უქნა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ოქტომბერი 2021 14:47
    1
    კიდევ ერთი ანდაზა მახსენდება, პატარძალს დიდი ყ-ით აშინებდნენო. ამასაც ეგ არ უნდა. მშვენიერ ხელფასს იღებს უკვე ოთხი წელია უსაქმურობაში და ეხლა რა თამაშის მადა გაეხსნებოდა? თუ რა. იგორავებს სახლში თუ ტრიბუნაზე და ზაფხულში უფასოდ საკმაო მსურველები მაინც ეყოლება.
    ფანი [?]
    #4 15 ოქტომბერი 2021 14:38
    0
    ციტატა: Barca_MNS
    ამას კიდია, დასვენება ურჩევნია შეიძლება😂😆 სკამზე ჯდომით დემბელეს ემუქრებოდეს კაცი ცოტა სასაცილოა😆😂😂😂😂

    მთლად ეგრე არაა რო ეკიდოს. მუნდიალია 2022 ში და თუ ამათ სკამზე დასვეს ან უარესი ტრიბუნებზე იქ დეშამიც აღარ გამოიძახებს ( თუმცა მანამდე რატო იძახებდა ეგეც მიკვირს ) ამიტომ
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2021 04:33
    3
    ესეთი უტვინო ფეხბურთელი იშვიათია, მარტო სისწრაფე აქვს სირაქლემასავით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2021 03:06
    0
    ძაან კაი მომინდომა ბიჭმა უფასოდ წასვლა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 15 ოქტომბერი 2021 00:16
    9
    ამას კიდია, დასვენება ურჩევნია შეიძლება😂😆 სკამზე ჯდომით დემბელეს ემუქრებოდეს კაცი ცოტა სასაცილოა😆😂😂😂😂