ჟოან გასპარი: ვიცი, რომ ცუდი პრეზიდენტი ვიყავი

ჟოან გასპარი: ვიცი, რომ ცუდი პრეზიდენტი ვიყავი

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა:

მე ცუდი პრეზიდენტი ვიყავი, ეს ვიცი. როგორც ვიცეპრეზიდენტი, კარგი ვიყავი, თუმცა პრეზიდენტად ვერ გამოვდექი. ახლა კენჭს რომ ვიყრიდე, საკუთარ თავს ხმას არ მივცემდი. თუმცა, როგორც მინიმუმ, ჩვენ მესის დამატება შევძელით, სწორედ მაშინ იწყებდნენ გამოჩენას ჩავი და ინიესტაც.
არჩევნებში ხმა ვიქტორ ფონტს მივეცი, თუმცა ახლა ლაპორტა ჩვენი პრეზიდენტია. დარწმუნებული ვარ, ისინი სიტუაციას შემოაბრუნებენ.

ჟოან გასპარი "ბარსელონას" პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი 1978-დან 2000 წლამდე იკავებდა, რა პერიოდშიც კლუბს ხოსეპ ლუის ნუნიესი ხელმძღვანელობდა.

გასპარი "ბლაუგრანას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი და, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიცეპრეზიდენტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2021 16:13
    1
    ბართომეუსავით არ იმართლებს თავს. რაცა ვარ ესა ვარო.
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 21:05
    2
    ნეტა ბართომეუც ხვდებოდეს რამხელა ნაგავია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.