ანსუ ფატი ჟორჟე მენდეშს - მხოლოდ ბარსა!

ანსუ ფატი ჟორჟე მენდეშს - მხოლოდ ბარსა!

"ბარსელონა" ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საქმეზე მუშაობს, თუმცა მოლაპარაკებები მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეშია. მიუხედავად ამისა, უმთავრესი თავად ფატის აზრია და მას "ბლაუგრანაში" წარმატების მიღწევა სურს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ 18 წლის მოთამაშე, ოჯახის წევრებთან ერთად, ბარსელონაში ჩასულ მენდეშს შეხვდა და მათ 4 საათის განმავლობაში ისაუბრეს. წყაროს ცნობით, ანსუმანეს აზრი, საკუთარი მომავლის განხილვისას, მტკიცე იყო - "მხოლოდ "ბარსა"!". ფეხბურთელმა აგენტს განუცხადა, რომ მხოლოდ "ბლაუგრანაში" დარჩენა სურს. 

MD წერს, "ბარსელონას" ფატისთვის კონტრაქტის ცალმხრივად, 2 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს, თუმცა კლუბს ამ გზით წასვლა არ სურს და ფეხბურთელთან შეთანხმების მომხრეა - კატალონიელები ხანგრძლივი ხელშეკრულების დადებასა და პირობების გაუმჯობესებას აპირებენ.




  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ოქტომბერი 2021 16:16
    0
    ყველაზე დიდი უბედურება იქნება, ამას 5 წლიანი დიდი ხვეწნით გავუფორმოთ და მერე ამ ტრამვამ აღარ მისცეს საშუალება თამაშის გაგრძელების.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ოქტომბერი 2021 21:17
    2
    აბა რა ეგრე უნდა მოსვა აგენტი უკანალზე ❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 14 ოქტომბერი 2021 21:04
    3
    ამ აგენტებმა მაგრად გადაი@@ეს თავზე. ესეც რაიოლაც და ზაჰავიც უბერავენ თავიანთ ჭკუაზე. ტრანსფერს აკეთებს გუნდი და 20 მილიონს აგენტი ითხოვს მარტო არადა რაში?!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 20:42
    4
    მენდეშმა ტრაკი დააყენოს და შეასრულოს რასაც ეუბნებიან, თორემ დაკარგავს მომავლის ერთ-ერთ გამორჩეულ კლიენტს.
    ფანი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 20:08
    3
    ეს მენდეში მაგრად ათამაშებს ერთ ადგილს