ბარსელონას ვიცე პრეზიდენტის ინტერვიუ MD-სთან

ბარსელონას ვიცე პრეზიდენტის ინტერვიუ MD-სთან

"ბარსელონას" ეკონომიკის ვიცე პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა:

ეკონომიკური მდგომარეობა

ყველა ცუდი ისაა, რომ ორ წელიწად ნახევარში ვალი 500 მილიონი ევროთი გაიზარდა და ასამბლეამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
როდესაც ორგანიზაციას 451 მილიონის ოდენობის დავალიანება აქვს, რაც ტექნიკურ გაკოტრებას ნიშნავს, დიდი პრობლემაა. ამასთან, ჩვენი მისვლისას მნიშვნელოვანი ფულადი პრობლემაც არსებობდა, ხელფასების გადახდა შეუძლებელი იყო.

ბორდის მუშაობა

სტრუქტურულ დონეზე მნიშვნელოვანი წინსვლა განვიცადეთ. ჩვენ შევძელით გრძელვადიანი სესხის აღება და პირობების გაუმჯობესება, რომელიც ასამბლეამ დაამტკიცა. 
მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ და Rakuten ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ ამბიციურები უნდა ვიყოთ და თანხის ოდენობა არსებითად გავზარდოთ. ბაზარზე "ბარსას" ბრენდი უნდა დავიცვათ.
ჩვენ "ბარსა" ვართ. სამწუხაროდ, კლუბი დიდებულმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა ჩვენ "ლა მასია" გვაქვს, რომელიც მუშაობს. ნამდვილი "ბარსელონა" ჯერ არ გვინახავს - ყველამ მცირე მოთმინება ვიქონიოთ.

ბილეთების გაყიდვა და შემოსავალი

ამ ნაწილში ზრდა შეინიშნება. როგორც გვითხრეს, ბილეთების მსურველი ბევრი უცხოელი იქნებოდა, თუმცა ყველაფერი ძალიან ნელა ხდება. ზრდა არის, თუმცა ძველ პერიოდთან შედარებაც არ შეიძლება.

სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა

დაახლოებით ორი წელი გვჭირდება, რათა ბაზარზე კონკურენტუნარიანები გავხდეთ. თუ შესაძლებელი იქნება, პროცესს დავაჩქარებთ, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე არ ვამბობ "არას", თუმცა ვალდებულებას ვერ ავიღებ, რომ კლუბისთვის შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი იქნება.

Espai Barca

სახელის დარქმევა? ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული არაა, თუმცა შესაძლებლობა არსებობს. ახლა, თუ ვინმეს სტადიონისთვის სახელის დარქმევა უნდა, ამისთვის გადახდა მოუწევს.
ამ ტემპით Espai Barca-ს დასრულებას 100 წელი დასჭირდება? ჩვენ 15 წლით დაგვაგვიანდა, ჩვენ დაგვაგვიანდა.

ანსუ ფატი

გავუშვებთ თუ არა მას შემოთავაზების მიღების შემთხვევაში? პირველ რიგში, ეს არა ჩემზე, არამედ სპორტულ დეპარტამენტზეა დამოკიდებული. "ლა მასია" ჩვენი მემკვიდრეობაა. თუ "ლა მასიას" ფასის დადგენას მომთხოვთ, მე ვიტყვი, რომ მას არ გავყიდი.

მესიჯი გულშემატკივრებს

მინდა, ოპტიმიზმი გამოვხატო. ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ და გვინდა, რაც შეიძლება მალე, საუბარი ისეთ საკითხებზე დავიწყოთ, როგორიც კონკურენტუნარიანობაა და დავაფიქსირო, რომ მთავარი როლი არა მე, არამედ ბატონ იუსტეს აქვს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2021 16:19
    0
    იმაზე მეტი არ უთქვია, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით. ეგება ამ მაყურებელმა მაინც ამოქაჩოს ცოტა ბილეთებით.
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 19:39
    0
    ახლა ბართომეუ გამოვა და თავის გაფუჭებულს გააპრავებს. მცდარი რიცხვებიაო იტყვის. სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. კლუბი ახლა ჭაობშია და იმედია მალე ამოვალთ ამ ჭაობიდან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.