რობერტო მარტინესი: ბარსელონა არ დამკავშირებია

რობერტო მარტინესი: ბარსელონა არ დამკავშირებია

"ბარსელონა" რონალდ კუმანის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს განიხილავდა. კატალონიურ კლუბთან დაკავშირებულ ცნობებს თავად ესპანელი სპეციალისტი El Larguero-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა:

ეს რთული პერიოდი იყო, რადგან ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს პასუხის გაცემა არ გსურს, სიმართლე კი ისაა, რომ ისინი მე არ დამკავშირებიან. კარგად იცით, მწვრთნელებთან დაკავშირებული ჭორები როგორ მუშაობს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ანეგდოტი, რომელიც დღის ღიმილიანად დაწყებაში მეხმარება. 

მარტინესმა მწვრთნელის ფიგურასა და კონკრეტულად კუმანის შემთხვევაზეც ისაუბრა:

ვიცი, ასეთ სიტუაციებში იდეალური მწვრთნელის ძიების პროცესი როგორ მიმდინარეობს. ნორმალურია, რომ საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვაა. მესმის, რომ ბევრი რამ ცნობილი არაა, რადგან მე ჩემ გუნდთან ვმუშაობ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლები შესაბამისი ადამიანები არიან. როდესაც დიდ ბრიტანეთში ჩავედი, მწვრთნელის ფიგურა კარგად შევისწავლე - მისი მომავალი სამი თამაშის წაგების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დგება. სასაცილოა, რომ ახლა მათ ასეთი ხედვა აქვთ. ეს სირცხვილია, რადგან ზოგჯერ დროა საჭირო. ევროპაში მწვრთნელების მიმართ მიდგომა ძალიან შეიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონას" მარტინესთან პირველი კონტაქტი დამყარებული ჰქონდა და კატალონიურ კლუბში მუშაობისადმი გულგრილი არც თავად ესპანელი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ოქტომბერი 2021 16:21
    0
    შენ კი არა მოსვლაზე ჩავისაც არ დაკავშირებია. პროსტო კუმანი შეუყვარდა ლაპორტას ამ ბოლო დროს, გული სწყდება რო აქამდე კარგად არ იცნობდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ოქტომბერი 2021 21:18
    0
    იმედია არც დაგიკავშირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #3 14 ოქტომბერი 2021 18:48
    2
    ციტატა: El pistolero 9
    აიი ეს, ემერი, პოჩეტინო , ლოპეტეგი კონკრეტული მწვრთნელების ჯგუფს მიეკუთვნებიან. მე "ქვეშაჯვია" ტრენერებს ვეძახი. აი 0-0 ია და იმენა თამაშობს ამათი გუნდი, შეტევა შეტევაზეა, ჯაბნიან მეტოქეს, გაუტანენ და მერე დადგებიან დაცვაში და უცდიან კონტრშეტევას

    + დაამატე სულშერი
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 18:31
    0
    აიი ეს, ემერი, პოჩეტინო , ლოპეტეგი კონკრეტული მწვრთნელების ჯგუფს მიეკუთვნებიან. მე "ქვეშაჯვია" ტრენერებს ვეძახი. აი 0-0 ია და იმენა თამაშობს ამათი გუნდი, შეტევა შეტევაზეა, ჯაბნიან მეტოქეს, გაუტანენ და მერე დადგებიან დაცვაში და უცდიან კონტრშეტევას. ბერნარდო სილვას რა ვუთხარი თორე სიტის როგორ უნდა წაეგო ის მატჩი პსჟს-თან. მარტინესის ბელგიამ საფრანგეთი დაჯაბნა პირველ ტაიმშიზ მეორეში დათმო ინიციატივა და დაუქამბექეს ფრანგებმა. იგივე ვილიარეალმა რაქნა სუპერთასზე... და ესეთი მწვრთნელები წარმატებას ვერ მიაღწევენ. თვითონაც რომ არ იციან უნდა შეუტიონ თუ არა. აი სიმეონე გამოკვეთილად მეორე ნომრად ათამაშებს გუნდს, კლოპი, გვარდიოლა, ენრიკე სულ პირველ ნომრად არიან და ესენი არიან სადღაც გაჩხერილები. მარტინესის ბარსა დიდი დიდი კუმანის ბარსაზე ოდნავ უკეთესი იყოს. და კიდე ნაკრებს რო კარგად წვრთნი არ ნიშნავს რომ კლუბშიც ანალოგიურად მაგრად იმუშავებ. ამის ცოცხალი მაგალითი აგერაგვყავს ბულდოგა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 18:06
    1
    იმედია არც დაუკავშირდებიან. ამან ბელგიით ვერაფერი ვერ მოიგო და ბარსას რას უშველის? ტენჰააგი გვინდა, ან ჩავი. (გუარდიოლა , ენრიკეს იმედი არ მაქ რომ მოვლენ :დ )