პედრის წარმომადგენლები ბარსელონას ოფისში იმყოფებიან

პედრის წარმომადგენლები ბარსელონას ოფისში იმყოფებიან

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, პედრის აგენტები ამ წუთებში "ბარსელონას" ოფისში არიან.

Gol-ის ჟურნალისტის, ალექს პინტანელის ინფორმაციით, პედრის წარმომადგენლები "ბარსას" ოფისში ახლახან მივიდნენ, რათა კლუბთან ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ივარაუდება, რომ 18 წლის ტალანტი "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.

გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" პედრისთან შეთანხმებას ოფიციალურად ხვალ გამოაცხადებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 17:20
    0
    მე მეგონა უკვე გააფორმეს. პირველ გვერდზე ასეც წერია: ოფიციალურად: პედრი კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.
    ხოდა რო მოაწერენ მერე გვახარეთ. თორემ აგერ ფატის აგენტიც ჩამოსულა და სანამ ბარსა აზრზე მოვიდა ისევ წასულა.
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 15:27
    0
    ძალიან კარგი. პედრი აშკარად გამოიფიტა და მაინტერესებს დასვენებული როგორ დაბრუნდება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.