სერხიო აგუერო: ბარსაში მესისთან თამაშის მოლოდინით გადმოვედი

სერხიო აგუერო: ბარსაში მესისთან თამაშის მოლოდინით გადმოვედი

"ბარსელონას" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ El Pais-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

მარადონას გარდაცვალება? თავს ცუდად ვგრძნობდი, ძალიან ცუდად. როდესაც გავიგე, მეგონა, რომ, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, სიცრუე იყო. თუმცა, შემდეგ ვხედავდი, რომ ამაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობდა. ამის შესახებ ახლობელს ვკითხე და მან მითხრა, რომ სიმართლე იყო.
რა დამაკლდა "ოქროს ბურთის" მოსაგებად? ამაზე ვფიქრობდი და ერთ დღესაც ლეოს ამის შესახებ ვკითხე. მან მითხრა, რომ "ოქროს ბურთის" მოგების შანსი მქონდა. ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო. ის მართალია.
გვარდიოლასთან პრობლემები? არა, არასდროს მქონია. მასთან არასდროს მიკამათია. რაღაცები უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო. როდესაც პეპი "სიტიში" მოვიდა, იმის გამო, რომ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მცირე გამოსაცდელი პერიოდი გვქონდა. ბოლო 3 წელი ფანტასტიკური იყო.
გაბრიელ ჟეზუსი გადმოსვლისთანავე სასტარტოს ფეხბურთელი გახდა. თავდაუზოგავად მუშაობა უნდა გამეგრძელებინა. როდესაც ჟეზუსმა "ბორნმუთთან" მატჩში ტრავმა მიიღო, თავდამსხმელები აღარ დარჩნენ და მე უნდა მეთამაშა. ამ 3 თვეში 20 გოლი გავიტანა. პეპი ჩემში დავარწმუნე, რაც მას სჭირდებოდა.
ვნანობ თ არა "ბარსაში" გადმოსვლას? არა. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. რომელ ფეხბურთელს არ სურს "ბარსელონაში" ყოფნა? გეტყვით, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა ამ მაისურის მორგებას ისურვებდა, რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს "ბარსელონა".
ლეოსთან თამაშის მოლოდინით გადმოვედი, რომ კარგი გუნდი ჩამოყალიბდებოდა, რასაც კლუბი ცდილობდა. როდესაც "ბარსამ" დამირეკა, გავიფიქრე: "არ მაინტერესებს, რამდენს გადამიხდიან".
ვარ თუ არა ძირითადის ფეხბურთელი? საკუთარი თავი სასტარტოს მოთამაშედ შეგიძლია მხოლოდ მაშინ ჩათვალო, როდესაც საქმეს კარგად აკეთებ და გუნდს ეხმარები. ვფიქრობ, ეს ასე არაა. გუნდის დახმარება გოლით ყოველთვის, როდესაც ვთამაშობ... ბევრი ცვლილება მოხდა, მათ შორის მესის წასვლა.
მესის წასვლა? როდესაც გავიგე, ვერ დავიჯერე. მაშინვე მის სახლში წავედი. როდესაც დავინახე, რომ ლეო მთელი ძალისხმევით იბრძოდა, ვცდილობდი, მისთვის დამევიწყებინა, რაც მოხდა. მას ჩემი Esports-ის გუნდის შესახებ ვესაუბრებოდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ოქტომბერი 2021 17:24
    1
    ალბათ იმ მინიმუმს მაინც შემატებს ბარსას რაც დღეს ასე გვაკლია. მაგალითად გრიზმანივით ერთი-ერთზე გასული არც კარს ააცილებს და არც მეკარეს მოარტყავს.
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 15:26
    3
    აგუერო პროფესიონალი ფეხბურთელია რაც არ უნდა იყოს და ლეოს წასვლის გამო არ დაინგრევს ბარსელონურ კარიერას. იმედია ლარსონივით და ანრივით ესეც თავის სიტყვას იტყვის ბარსაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ახალბედა [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 12:45
    3
    მაყუთის გამო წავიდა პსჟ-ში