სიმეონე: ბარსას მესი აღარ ჰყავს? ჩვენ ის არც არასდროს გვყოლია!

სიმეონე: ბარსას მესი აღარ ჰყავს? ჩვენ ის არც არასდროს გვყოლია!

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ კატალონიელებს მაინც ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ.

იცით თუ არა, რა შემადგენლობა ჰყავს "ბარსელონას"? ჩამოვთვალოთ... სერჟი რობერტო ფლანგზე და დესტი მის შემცვლელად. დაცვის ცენტრში მსოფლიო ჩემპიონი უმტიტი, რომელსაც ახლა ცუდი პერიოდი უდგას, ასევე პიკე და არაუხო, ხოლო მარცხენა ფლანგზე ალბა და ბალდე. პედრი... ნახეთ 17 წლის გავი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში უკვე ითამაშა? ფრენკი დე იონგი, ბუსკეტსი, ანსუ ფატი, აგუერო, დემბელე, მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი, რომელიც მე-2 სართულზე გჭირდება, კოუტინიო... არ მინდა, არ მომიყვეთ ეს ისტორია... თუ მეტყვით, რომ "ბარსას" მესი აღარ ჰყავს და გუნდმა ამით სეზონში 30 გოლი დაკარგა, მე გეტყვით, რომ კი, რა თქმა უნდა, "ბარსას" დღეს აღარ აქვს ის 30 გოლი, რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია, ჩვენ მესი არასდროს გვყოლია!

აცხადებს დიეგო სიმეონე არგენტინულ Ole-სთან საუბრისას.

ძნელია, არგენტინელს ნაწილობრივ მაინც არ დაეთანხმო - "ბარსელონას" იმაზე გაცილებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე გუნდი შედეგებს აჩვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 17:36
    0
    ძნელია, არგენტინელს ნაწილობრივ მაინც არ დაეთანხმო - "ბარსელონას" იმაზე გაცილებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე გუნდი შედეგებს აჩვენებს.
    "ბრმა რასა ტიროდა და ორთავ თავის თვალსაო" ძველი ქართული ანდაზაა. აბა ჩვენ რას ვჩივით? სასტავია ლამის ყველანი რომელიღაც ნაკრების წევრები არიან, და აქ გუნდი არ ჩანს. სად მივედით? ფეხბურთელები გვყავს, სტადიონიც გვაქვს, მაგრამ არ თამაშობენ. რატომ? ეგ უკვე კუმანმა უნდა აგვიხსნას ამ თავკომბალამ. ოღონდ ამას თუ ამის წვალებას კიდევ 8 თვე უნდა ვუყუროთ
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 14:41
    1
    გრანადას მაინც უნდა ვუგებდეთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.