ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
14 ოქტომბერს "ბარსელონამ" 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1909 წელი
ოტო გმელინი "ბარსელონას" რიგით მე-9 პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის დროს ჟოან გამპერის მიერ დაწყებული კლუბის გამოცოცხლების პროცესი გაგრძელდა და 1910 წელს "ბარსამ" ესპანეთის თასი ისტორიაში პირველად მოიგო. იმავე წელს "ბლაუგრანამ" პირენეს თასზე იმარჯვა, ხოლო კატალონიის ჩემპიონატი ქულის დაუკარგავად მოიგო.
1989 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "რაიო ვალიეკანო" 7-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები სალინასმა (2), ბაკერომ, კუმანმა, რობერტომ, ბეგირისტაინმა და მილამ გაიტანეს.
2000 წელი
ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადი" 6-0 გაანადგურა. გოლები რივალდომ (2), ალფონსომ (2), სიმაუმ და ლუის ენრიკემ გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]