ზაქარიამ რომას შეთავაზება არ მიიღო

ზაქარიამ რომას შეთავაზება არ მიიღო

Diario AS-ის ინფორმაციით, დენის ზაქარია მხოლოდ "ბარსელონაზე" ფიქრობს.

როგორც ცნობილია, 24 წლის ფეხბურთელმა "რომას" შეთავაზება არ მიიღო და არც "გლადბახთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზეა თანახმა. 

შვეიცარიელს გერმანულ კლუბთან ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ის "ბარსელონას" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

დენისს ამ დროისთვის "გლადბახის" რიგებში ჩატარებულ 5 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩნა. ზაქარია ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, მას თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ოქტომბერი 2021 18:27
    0
    მთავარია,კიდევ ვინმე ინვალიდი არ მოიყვანონ, ყურადღებით უნდა დაკვირვება. მაგალითად რუდიგერზე რეალმა გადაიფიქრა იმიტომ რო ტრამვებისკენ მიდრეკილიაო. თუმცა თვითონ ფეხბურთელს ძალიან უნდოდა რეალში.
    ახალბედა [?]
    #3 14 ოქტომბერი 2021 01:27
    1
    როგორი ფეხბურთელია? ნანახი არ მაქვს როგორ თამაშობს
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 01:05
    1
    რავიცი ასეთი, ამ დონის მოთამაშე ვინც მოიყვანეს ვერცერთმა გაამართლა და ამისგან გამოვა რამე?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 22:27
    2
    შავი მასკერანო ყოფილა.