პედრის დაბრუნება ელ კლასიკოში იგეგმება, არაუხო სამედიცინო შემოწმებას გაივლის

პედრის დაბრუნება ელ კლასიკოში იგეგმება, არაუხო სამედიცინო შემოწმებას გაივლის

"ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრავმებია. ბოლო პერიოდში, გუნის ლაზარეთს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, პედრი და რონალდ არაუხო, შეუერთდნენ. ამ უკანასკნელმა დაზიანება სანაკრებო პაუზისას მიიღო და, არსებული მონაცემებით, მომდევნო მატჩს გამოტოვებს, გონსალესი კი "ბენფიკასთან შეხვედრაში დაშავდა და ერთი შეხვედრის გამოტოვებამ მოუწია. COPE მათი მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის.

წყაროს ცნობით, პედრის დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ის ჯერ კიდე გამოჯანმრთელების პროცესს გადის. მიზანი 18 წლის ფეხბურთელის "ელ კლასიკოში" დაბრუნებაა, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება არაუხოს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო, მისი თამაში "ვალენსიას" წინააღმდეგ უკვე გამოირიცხა. ურუგვაელი ბარსელონაში დაბრუნდება და შაბათ-კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რაც მისი დაზიანების სიმძიმეს განსაზღვრავს. 

"ბლაუგრანას" ლაზარეთში მარტინ ბრეითუეიტი, ჟორდი ალბა და ალეხანდრო ბალდე რჩებიან. უსმან დემბელემა და სერხიო აგუერომ კი ტრავმები, ფაქტობრივად მოიშუშეს. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, "ვალენსიასთან" მატჩში ვიხილოთ მოედანზე, ამ კვირაში დაბრუნდება 24 წლის ფრანგი გარემარბიც.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ოქტომბერი 2021 21:07
    0
    ციტატა: Andria
    კუმანის აზრით შემადგენლობა არ ვარგა :))) ყველა გამორჩეულია უამრავი რეკორდები მოხსნეს ევროპის საუკეთესო ისაო ესაო რავი არშეიძლება ასე უმაგრესი ახალგაზრდები გვყავს ჩვენ თუ ჰალანდი და კარგი მწვრთნელი ვითრიეთ ვიხილავთ ნამდვილ ბარსას :))

    ეგ უნდა მეთქვა, ყველა ცალ-ცალკე ნაკრებებში საუკეთესოები არიან და ამ კუმანმა, თვითონ თუ ვერ აყენებს გუნდს და ვერ აძლევს დავალებებს, გამოიყვანოს სუყველა ერთად და უთხრას გადით იბიომატ და ისე ითამაშეთ როგორც ნაკრებში თამაშობთ, მე ხელს არ შეგიშლითო. მაგრამ რა გინდა ქნა, აგერ მესამე ლიგის გუნდს ეთამაშენ და 2-2 ითამაშეს, კუმანმა ისევ 3-5-2 დააყენა. ეს კაცი ვერაფერს ვერ მოაბამს თავს ბარსაში და გაუბეროს აქედან. რას იტანჯება და რას ტანჯავს ფეხბურთელებს.
    ფანი [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 20:28
    0
    არაუხო რეალთან ძაან გვჭირდება.ნამდვილად შესაცვლელია ფიზ.მომზადების შტაბი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 19:35
    0
    კუმანის აზრით შემადგენლობა არ ვარგა :))) ყველა გამორჩეულია უამრავი რეკორდები მოხსნეს ევროპის საუკეთესო ისაო ესაო რავი არშეიძლება ასე უმაგრესი ახალგაზრდები გვყავს ჩვენ თუ ჰალანდი და კარგი მწვრთნელი ვითრიეთ ვიხილავთ ნამდვილ ბარსას :))