რეკორდული გამოსასყიდი თანხა - ანტიშეიხური პუნქტი პედრის კონტრაქტში

რეკორდული გამოსასყიდი თანხა - ანტიშეიხური პუნქტი პედრის კონტრაქტში

ყველაზე სანდო წყაროების ინფორმაციით, პედრი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი, არც მეტი, არც ნაკლები, 1 მილიარდი ევრო იქნება, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული ოდენობაა.

Goal España-ს ჟურნალისტი, რუბენ ურია აღინშულ პუნქტს "ანტიშეიხურს" უწოდებს, რაშიც იმას გულისხმობს, რომ "პარი სენ-ჟერმენისთვის", "მანჩესტერ სიტისთვის", "ნიუკასლისა" და არაბი შეიხების მფლობელობაში მყოფი სხვა გუნდებისთვის, პედრის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. თუ რომელიმე კლუბი გონსალესის ხელში ჩაგდებას მოისურვებს, მას ყველანაირი სატრანსფერო რეკორდის დამხობა მოუწევს, თუმცა ამან შესაძლოა ფინანსურ Fair Play-ს დარღვევაც გამოიწვიოს. 

"ბლაუგრანა" პედრისთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ პარასკევს გამოაცხადებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი პრესკონფერენციას გამართავს.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #5 14 ოქტომბერი 2021 03:22
    0
    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    Barca_MNS,
    ჯერ ტრანსფერზე არაა და ვინმე ვერ შეთავაზება პატარავ და მერე თუ კლუბის ჩარევის გატეშე დაიწყებს პედრისთან მოლაპარაკებას 1 მილიარდის გადახდა დაჭირდებათ ;)

    რა აგრესიული ხარ და წარმოდგენაც არ გაქ რა ხდება ბაზარზე დავიჯერო? ან როგორ გგონია ყველა ფერხბურთელი ვინც გაიყიდა ტრანსფერზე იყო გაყვანილი?🤣🤣🤣 აი მაგალითად ლუკაკუ ჩელსიმ იყიდა წელს ინტერმა რაო? 🤣 არ მყავს ტრანსფერზეო და ხმა არ გვაიგო თქვენიო? პესი გიყვარს?
    წევრი [?]
    #4 14 ოქტომბერი 2021 00:20
    2
    ციტატა: Davita
    ლაპორტამ სულ ფაუბერა? ნეტა ვინმე 200 ლმ გადაიხდიდეს და საჩუქრად რობერტოც მიცენ 😀😀

    ისე ლაპარაკობ თითქოს შენ ჯიბეში შემოვა 200 მილიონი ან პესის კარიერას თამაშობ.პედრის დონის ტალანტი სანატრელია გუნდებში
    წევრი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2021 21:29
    1
    ლაპორტამ სულ ფაუბერა? ნეტა ვინმე 200 ლმ გადაიხდიდეს და საჩუქრად რობერტოც მიცენ 😀😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 21:13
    0
    თუ რომელიმე კლუბი გონსალესის ხელში ჩაგდებას მოისურვებს, მას ყველანაირი სატრანსფერო რეკორდის დამხობა მოუწევს, თუმცა ამან შესაძლოა ფინანსურ Fair Play-ს დარღვევაც გამოიწვიოს.
    შესაძლოა კი არა 100% დარღვევა იქნება, მაგრამ მეეჭვება ამაში მაგის მეოთხედი შემოგვთავაზონ.
    Culé [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 18:52
    2
    ეჰ. 200 მილიონი რო შემ9გვთავაზონ არ შეელ3ვიან? სისულელე პუნქტია ნახეთ რეალში ასენსიოს. 200 წლი ბენზემასაც მაგდენიავთ გამოსასყიდი