ფასები განახლდა: დე იონგი ყველაზე ძვირადღირებულია, გავისა და აზარს ერთი ფასი აქვთ

ფასები განახლდა: დე იონგი ყველაზე ძვირადღირებულია, გავისა და აზარს ერთი ფასი აქვთ

ფეხბურთელების ღირებულების დამდგენმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, Transfermarkt-მა ლა ლიგის მოთამაშეთა ფასები განაახლა.

ცვლილებებია რეიტინგის სათავეში - ფრენკი დე იონგი ერთპიროვნულად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისმა ფასმა, რომელიც 10 მილიონით გაიზარდა, 90 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე-მესამე ადგილებს მარკოს ლიორენტე და 18 წლის პედრი ინაწილებენ.

პედრიმ გაასწრო ანსუ ფატის, რომლის ღირებულებაც, ხანგრძლივი ტრავმის გამო, 20 მილიონით, 60 მილიონ ევრომდე შემცირდა. თუმცა ის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულში მაინც რჩება.

"ბარსელონაში" ყველაზე მეტად გავის ფასმა მოიმატა. 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც აქამდე საერთოდ არ იყო შეფასებული, ახლა 25 მილიონად შეფასდა. საინტერესოა, რომ ამდენივე ღირს "რეალის" ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი. ასევე აღსანიშნავია, რომ გავი ფილიპე კოუტინიოზე 5 მილიონით ძვირი ღირს - ბრაზილიელის ფასი კიდევ 10 მილიონით შემცირდა.

ფატისა და კოუტინიოს გარდა ფასი შეუმცირდათ ლანგლეს, ტერ შტეგენს, ალბას, რობერტოს, აგუეროს, პუჩს, უმტიტის, პიკეს, ლუკ დე იონგს, ნეტუს, კოლიადოსა და ბუსკეტსს. ფასი გაეზარდათ გავის, ფრენკი დე იონგს, პედრის, ნიკოს, მინგესას, დესტს, ბალდეს, დემირსა და პენიას, ხოლო დეპაის, გარსიას, დემბელეს, ვაგეს, ბრეითუეიტისა და არაუხოს ღირებულება უცვლელი დარჩა.

პროცენტულად ყველაზე დიდი სხვაობა ნიკო გონსალესის ფასმა დააფიქსირა - 1500%-იანი მატება. ნიკო მხოლოდ ნახევარ მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი 8 მილიონად ფასდება. 900%-ით გაიზარდა ალექს ბალდეს ფასი, რომელიც ასევე ნახევარი მილიონი ღირდა, ახლა კი 5 მილიონი ღირს.

ფეხბურთელი ღირებულება სხვაობა სხვაობის % ასაკი
ფრენკი დე იონგი €90.00მ €10.00მ 12.5% 24
პედრი €80.00მ €10.00მ 14.3% 18
ანსუ ფატი €60.00მ €-20.00მ -25.0% 18
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი €55.00მ €-5.00მ -8.3% 29
უსმან დემბელე €50.00მ - - 24
მემფის დეპაი €45.00მ - - 27
სერჟინიო დესტი €30.00მ €5.00მ 20.0% 20
გავი €25.00მ €25.00მ - 17
რონალდ არაუხო €25.00მ - - 22
ფილიპე კოუტინიო €20.00მ €-10.00მ -33.3% 29
ერიკ გარსია €20.00მ - - 20
კლემან ლანგლე €18.00მ €-7.00მ -28.0% 26
სერჟი რობერტო €15.00მ €-3.00მ -16.7% 29
ჟორდი ალბა €15.00მ €-5.00მ -25.0% 32
სერხიო არაუხო €15.00მ €-3.00მ -16.7% 33
რიკი პუჩი €15.00მ €-3.00მ -16.7% 22
ოსკარ მინგესა €15.00მ €5.00მ 50.0% 22
იუსუფ დემირი €12.00მ €4.00მ 50.0% 18
მარტინ ბრეითუეიტი €9.00მ - - 30
სერჟიო ბუსკეტსი €9.00მ €-1.00მ -10.0% 33
ნიკო გონსალესი €8.00მ €7.50მ 1500.0% 19
ჟერარ პიკე €7.50მ €-2.50მ -25.0% 34
ლუკ დე იონგი €7.50მ €-2.50მ -25.0% 31
ალექს ბალდე €5.00მ €4.50მ 900.0% 17
სამუელ უმტიტი €5.00მ €-3.00მ -37.5% 27
ნეტუ €5.00მ €-1.00მ -16.7% 32
ალექს კოლიადო €4.00მ €-1.00მ -20% 22
მუსა ვაგე €4.00მ 23
ინიაკი პენია €3.00მ €0.5მ 20% 22

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 14 ოქტომბერი 2021 00:49
    0
    ციტატა: MeMpiS..
    ციტატა: nika 54
    რავიცი ვეღარ ვხვდები ვერაფერს, 18 წლის ბავშვი 80 მილიონი ღირს და აქ ზოგიერთი ლანძღავს და სტილს უწუნებს. ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ ხო ფაქტია მსოფლიო ლაპარაკობს არა მარტო პედრიზე. იგივეა გავისთან მიმართებითაც.

    მერე რა თუ მსოფლიო ლაპარაკობს, აქაურმა გენიოსებმა თუ თქვეს არ ვარგაო ესეიგი არ ვარგა და მორჩა🤣🤣🤣, ხუმრობის გარეშე ამასთან ერთად უძლიერესი თაობა მოდის

    ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, ამათ ახლა სწორი მწვრთნელი და განვითარების სწორი მიმართულება უნდათ და იფრენენ

    ჩავია საჭირო სასწრაფოდ, ან გვარდი..
    Culé [?]
    #9 13 ოქტომბერი 2021 22:09
    0
    ციტატა: nika 54
    რავიცი ვეღარ ვხვდები ვერაფერს, 18 წლის ბავშვი 80 მილიონი ღირს და აქ ზოგიერთი ლანძღავს და სტილს უწუნებს. ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ ხო ფაქტია მსოფლიო ლაპარაკობს არა მარტო პედრიზე. იგივეა გავისთან მიმართებითაც.

    აქ ვინც ლანძღავს გონზე არა ფეხბურთი ფიფას თამაში გონიათ რაც უფრო მეტი სირბილი აქვს ესეიგი ავტომატურად მაგარიაა მაგათ რომ უსმინო ბუსკვერცხია და სუა მძორია მესი ჩაჯმული.... უცოდინარობა მანდ გამოხატება რომ ვერ ხვდება რატომა პედრი მაგარი და რატომ ღირს 80...))))))))
    ფანი [?]
    #8 13 ოქტომბერი 2021 21:48
    1
    ციტატა: nika 54
    რავიცი ვეღარ ვხვდები ვერაფერს, 18 წლის ბავშვი 80 მილიონი ღირს და აქ ზოგიერთი ლანძღავს და სტილს უწუნებს. ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ ხო ფაქტია მსოფლიო ლაპარაკობს არა მარტო პედრიზე. იგივეა გავისთან მიმართებითაც.

    მერე რა თუ მსოფლიო ლაპარაკობს, აქაურმა გენიოსებმა თუ თქვეს არ ვარგაო ესეიგი არ ვარგა და მორჩა🤣🤣🤣, ხუმრობის გარეშე ამასთან ერთად უძლიერესი თაობა მოდის

    ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, ამათ ახლა სწორი მწვრთნელი და განვითარების სწორი მიმართულება უნდათ და იფრენენ
    --------------------
    CULE FOREVER
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 ოქტომბერი 2021 21:22
    0
    რავიცი ვეღარ ვხვდები ვერაფერს, 18 წლის ბავშვი 80 მილიონი ღირს და აქ ზოგიერთი ლანძღავს და სტილს უწუნებს. ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ ხო ფაქტია მსოფლიო ლაპარაკობს არა მარტო პედრიზე. იგივეა გავისთან მიმართებითაც.
    Culé [?]
    #6 13 ოქტომბერი 2021 19:51
    1
    ერთი კვირის უკან არაფერი არ ღირდა გავი.ჯერ დებილ ბართომოეს ამით შეძლო ფულო ეშოვა შიგადაშიგ გამოეზარდა ტალანტები და გაეყიდა.ამდენი ვალი გუნდს რა უაზროდ აეკიდა.
    რედაქტორი [?]
    #5 13 ოქტომბერი 2021 19:45
    0
    ციტატა: Barca_MNS
    ბოლოსწინა აფდეითზეც 90 მილიონი ღირდა.

    2019 წლის 20 დეკემბრის აფდეითზე ღირდა 90 მილიონი. შემდეგ ღირდა 72, 70, 65, 80 და ახლა ისევ 90.
    Culé [?]
    #4 13 ოქტომბერი 2021 18:49
    0
    ციტატა: Бакари
    აზრზე ხართ საერთოდ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის ??? მთავარია ესენი შევინარჩუნოთ და დალშე რაც გამოვააგასაც ნახავთ , და თუ ჰოლანდი მოვიდა ხო ვააბშე ერთი ტრანსფერი აგვიყვანს ფეხბურთის ოლიმპზე , და კიდე მწვრთნელის თემაც მოსაგვარებელია თავისთავად

    ხო აი ახალგაზრდებს მაგალითს რო აჩვენებს ისეთი მწვრთნელი გვინდა და სერიოზული თაობაა
    წევრი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2021 18:46
    0
    აზრზე ხართ საერთოდ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის ??? მთავარია ესენი შევინარჩუნოთ და დალშე რაც გამოვააგასაც ნახავთ , და თუ ჰოლანდი მოვიდა ხო ვააბშე ერთი ტრანსფერი აგვიყვანს ფეხბურთის ოლიმპზე , და კიდე მწვრთნელის თემაც მოსაგვარებელია თავისთავად
    Culé [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 18:28
    0
    ვაგე კიდე ჩვენი ფეხბურთელია?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 18:11
    0
    ბოლოსწინა აფდეითზეც 90 მილიონი ღირდა.