პირლოს აგენტი: ბარსაში მუშაობა? ვინ იცის, მომავალში რა მოხდება

პირლოს აგენტი: ბარსაში მუშაობა? ვინ იცის, მომავალში რა მოხდება

რამდენიმე კვირის წინ, "ბარსელონადან" რონალდ კუმანის გაშვება პრაქტიკულად გადაწყვეტილი გვეგონა და მის შემცვლელზე საუბარიც აქტიურად მიმდინარეობდა. ნიდერლანდლის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად კი ანდრეა პირლო სახელდებოდა. "ბლაუგრანასთან" დაკავშირებულ ცნობებს იტალიელის აგენტი, ტინტი გამოეხმაურა და კატალონიურ კლუბთან კავშირი უარყო:

"ბარსაში" მუშაობა? ამჟამად მოლაპარაკებებს არავისთან არ ვაწარმოებთ, თუმცა, ვინ იცის, მომავალში რა მოხდება...

გავრცელებული ცნობებით, პირლო ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატი იყო. მოგვიანებით პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს.

ანდრეა პირლოს პროფესიონალურ დონეზე მწვრთნელობის ერთწლიანი გამოცდილება აქვს - ის 2020/21 წლების სეზონში "იუვენტუსს" ხელმძღვანელობდა, თუმცა წარუმატებელი მუშაობის შემდეგ, ტურინულმა გრანდმა სეზონის ბოლოს 42 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან გაუშვა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ოქტომბერი 2021 21:26
    0
    ეტყობა პირლო ყველაზე იაფი უჯდებოდა ლაპორტას და იმიტომ სთავაზობდა ადგილს, სხვანაირად არ მესმის რა ჯანდაბად უნდოდა პირლო, როცა ჩავი მზათ არის მოსასვლელად და პირლოსთან შედარებით მწვრთნელობის სტაჟიც მეტი აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2021 19:24
    2
    კუმანსაც უმეტესობა პატივს ცემდა ბარსაში მისი თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ მოვიდა მწვრთნელად და მისი მწვრთნელობიდან გამომდინარე დედის გლანდები დააფარეს თავზე და სამართლიანადაც. ეს გაითვალისწინე ანდრეა.
    Culé [?]
    #1 13 ოქტომბერი 2021 18:26
    1
    აი ტენ ჰაგზე რო დაიწერა ლაპორტა შეუთანხმდა ზაფხულში გადმოსვლაზეო ნეტა მართალი იყოოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.